ურუგვაის ნაკრები მუნდიალზეა

AutoSharing Option
მართალია, 13 ნოემბერს მუნდიალის ოფიციალურ მონაწილეთა რიცხვი არ გაზრდილა - ისევ 21-ია, მაგრამ 100%-ით შეიძლება ვარაუდი, რომ ურუგვაის ნაკრები მათ რიგებს მიემატა - აზიისა და სამხრეთ ამერიკის პლეი ოფში, კონტინენტზე მეხუთე ადგილზე გასულმა ურუგვაიმ სტუმრად სუსტ იორდანიას შანსი არ დაუტოვა, 5:0 მოუგო და მონტევიდეოში რა უნდა მოხდეს, რომ ამ წყვილში გამარჯვებულის ვინაობა შეიცვალოს?

სტუმართა ხუთი გოლი ხუთი ფეხბურთელის ანგარიშზეა. თავი გამოიჩინეს: მაქსი პერეირამ, კრისტიან სტუანიმ, ნიკოლას ლოდეირომ, კრისტიან როდრიგესმა და ბოლოს ედინსონ კავანიმ. გოლი არ გაუტანია ლუის სუარესს, რომელმაც თითქმის
სრულად ითამაშა.

იორდანია-ურუგვაი 0:5
გოლები: 0:1 მ. პერეირა (22), 0:2 სტუანი (42), 0:3 ლოდეირო (69), 0:4 კ. როდრიგესი (78), 0:5 კავანი (92)
ურუგვაი (4-3-3): სილვა - მ. პერეირა, გოდინი, ლუგანო, კასერესი - არევალო, ლოდეირო (70. ა. პერეირა), კ. როდრიგესი - სტუანი (70. გ. რამირესი), კავანი, სუარესი (81. ფორლანი)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული