საბედნიეროდ, ისლანდიას და მით უფრო, ხორვატიას გაცილებით უკეთ თამაშიც შეუძლიათ. პირველი მატჩის უგოლო ფრის შემდეგ, სამშაბათს, 19 ნოემბერს ხორვატიის ნაკრები აშკარა ფავორიტია, თუმცა ჯერ მოდი, ვიკინგებს მაინც ნუ ჩამოვწერთ...
რეიკიავიკში, თოვლიან ამინდში ალბათ ამ პლეი ოფების ყველაზე უინტერესო პირველი ტაიმი გაიმართა - მასპინძლებმა და ხორვატებმა მხოლოდ თითოჯერ დაარტყეს ზუსტად და ისიც უხიფათოდ. ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ტაიმის მიწურულს მოხდა, როცა ისლანდიელთა ფორვარდმა კოლბეინ სიგტორსონმა კოჭი
შესვენების შემდეგ ნიკო კოვაჩმა ბრძოლაში ივიცა ოლიჩი ჩართო, რომლის მონაწილეობაც ამ თამაშში საეჭვო იყო. 50-ე წუთზე მსაჯმა ისლანდია 10 კაცის ამარა დატოვა - ივან პერიშიჩი მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, მაგრამ უნდიანო მალენკოს აზრით, ოლაფურ სკულასონმა ხორვატი ნახევარმცველი წააქცია.
ამ მომენტის მერე თამაშის ხასიათი შეიცვალა - ხორვატია ყველაფრის ბატონ-პატრონი გახდა, ხოლო ისლანდია ერთხელაც არ დამუქრებია მეტოქის კარს. მაგრამ მაინც ვერ ვიტყვით, რომ მასპინძლებს გაუჭირდათ ანგარიშის შენარჩუნება, მსგავსიც არაფერი ყოფილა.
ისლანდია-ხორვატია 0:0
ისლანდია (4-4-2): ჰალდორსონი - ო. სკულასონი, არნასონი, სიგურდსონი, ა. სკულასონი - გუდმუნდსონი, გუნარსონი, სიგურდსონი, ბიარნასონი - ფინბოგასონი (63. გისლასონი), სიგტორსონი (46. გუდიონსენი)
ხორვატია (4-4-2): პლეტიკოშა - სრნა, შიმუნიჩი, ჩორლუკა, პრანიჩი - ილიჩევიჩი (46. ოლიჩი), რაკიტიჩი, მოდრიჩი, პერიშიჩი - მანჯუკიჩი (87. ბენკო), ედუარდო (72. რებიჩი)
გაძევება: ო. სკულასონი (50)
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 15-18; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 4-13 (1-6); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 9 768
საპასუხო მატჩი 19 ნოემბერს