შეგახსენებთ, რომ პორტუგალიასთან ჯგუფში გერმანია, განა და აშშ მოხვდნენ.
"წილისყრისთვის არ მიყურებია, რადგან მეძინა.
ძალიან რთული ჯგუფი გვაქვს. გერმანია ყოველთვის ფავორიტია, ხოლო განა და აშშ კარგი ნაკრებები არიან.
მოლოდინი? შემდეგ ეტაპზე გასვლა და შემდეგ ვნახოთ.
ახლა ჩემი ამოცანა კლუბის საქმეებზე კონცენტრირება და მისთვის მაქსიმალური სარგებლის მოტანაა.
"რეალი" კარგად ასპარეზობს, კარგ ფორმაში ვართ და ჩვენი გუნდის მჯერა. იმედია, "რეალი" მიმდინარე სეზონში რამე მნიშვნელოვანს
ვიცი, რას ნიშნავს ჩემპიონთა ლიგის მოგება, ხოლო წარმომიდგენია, რა გრძნობა იქნება, როცა მსოფლიოს ჩემპიონატს მოიგებ.
სხვების მსგავსად, მეც მინდა ნაკრებთან რამე მნიშვნელოვანის მოგება, მაგრამ ამისთვის ოცნება კი არა, მიწაზე მყარად დგომაა საჭირო", - თქვა რონალდომ.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით
ასევე იხილეთ:
მუნდიალი 2014-ის წილისყრა: ვის გაუღიმა ფორტუნამ?
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის წილისყრის საუკეთესო კადრები [PHOTO]