დიდი 10. "ხარებმა" "არმია" დაამარცხა

AutoSharing Option
© ანი რეხიაშვილი

რუსთავის "ხარებმა" სამკვირიანი შესვენება კარგად გამოიყენა და დიდი 10-ის განვლილ ორ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, ჩემპიონატში გამარჯვებით დაბრუნდა.

თბილისის "არმია" "ხარებს" ავჭალაში დაუხვდა და მხოლოდ ერთხელ, მცირე ხნით მოახერხა დაწინაურება. სტუმრებმა მეტოქეს ხელდახელ თამაშში აჯობეს, დასკვნით 10 წუთში ორი ლელო გაუტანეს და 28:16 იმარჯვეს.

ხარებმა" ანგარიში მე-4 წუთზე, ვაჟა ხუციშვილის ჯარიმით გახსნა. "არმიამ" პასუხის გაცემა ლელოთი ისურვა და მისი მცდელობები მე-13 წუთზე 5 ქულით დასრულდა: კარგად აგორებული მოლი მიხეილ მასხარაშვილმა დაასრულა. რუსთაველებმა თავისი პირველი ლელო ტაიმის შუაში
გაიტანეს, შერკინების შემდეგ ბურთი ხაზზე გაშალეს და ბექა ბებიაშვილის ლელო ხუციშვილმა გარდასახა. შესვენებამდე შავლეგ მახარაშვილმა ორი ჯარიმა გაიტანა, მათ შორის ორი ზუსტი დარტყმა ხუციშვილმა შეასრულა და ტაიმი "ხარებმა" 16:11 მოიგო.

შესვენების შემდეგ დიდხანს ანგარიში აღარ შეცვლილა, 59-ე წუთზე კი არმიელთა მოლი ლელოთი ლევან ჭავჭავაძემ დაასრულა და წონასწორობა აღადგინა. მახარაშვილს ეს გარდასახვაც გაუცუდდა. რუსთაველები წინ 71-ე წუთზე გაიჭრნენ, ამჯერად მათ დერეფნის შემდეგ გაშალეს შეტევა და ბურთი ლელოში გიორგი ნათელაშვილმა დაამიწა. "არმია" იერიშზე გადავიდა და 2 წუთში კონტრშეტევა მიიღო, რომელიც ხუციშვილმა თავისი ნახევრიდან დაიწყო, უჩა მჭედლიშვილმა ბურთი ფეხით შეაცურა და ნიკა ბერძულმა ლელო ძელებს უკან გაიტანა, ხოლო ხუციშვილმა გარდასახა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 28:16 "ხარების" სასარგებლოდ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული