დიდი 10: "ბათუმის" ზედიზედ მეექვსე გამარჯვება

AutoSharing Option
‘ბათუმმა’ დიდი 10-ის მე-8 ტურში ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილის თავში რჩება. ზღვისპირელები აუტსაიდერ ‘არმიას’ რუსთავში შეხვდნენ და მეტოქეს 13:6 სძლიეს.

თამაში არმიელების შეტევებით დაიწყო და მალევე ჯარიმით დაწინაურდნენ - ბახვა კობახიძემ თავის ყოფილ გუნდს გაუტანა. მე-11 წუთზე მას მეორედაც შეეძლო გატანა, მაგრამ საშუალო დისტანციიდან მიზანი ვერ გაისწორა. ‘ბათუმი’ ტაიმის შუაში გააქტიურდა და ვაჟა ხუციშვილს ზედ ლელოს ხაზთან დაუვარდა ბურთი, თუმცა რამდენიმე წუთში ლელო ზურა თუთბერიძემ გაიტანა. მამუკა ნინიძეს გარდასახვა გაუცუდდა, სამაგიეროდ 27-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა და ტაიმი
სტუმრებმა 8:3 მოიგეს.

სტუმრებმა მეორე ტაიმის შუაში შერკინებიდან, მოკლე ფრთაზე შეუტიეს და ლადო მიმინოშვილმა ალამთან მეორე ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო და მატჩის მიწურულს ორივე გუნდმა ბონუსზე ითამაშა. საბოლოოდ ‘არმიას’ გაუმართლა, რომელმაც ახლოში ჯარიმა გამოიმუშავა, კობახიძემ ახლოდან გაიტანა და ‘ბათუმმა’ 7 ქულის სხვაობით იმარჯვა - 13:6.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული