© მარიამ გაგნიძე
პატარძეულის ‘ვეფხვებმა’ მარნეულის ‘არმაზს’ ოთხი ლელო გაუტანა და გამარჯვებასთან ერთად, უკანასკნელ წუთზე ბონუსითაც გაიხარა - 29:5.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს ბონუსი შესაძლოა მრავლის მომტანი აღმოჩნდეს. ამ მომენტისთვის პატარძეულელები მდევარს დაშორდნენ და დიდ 10-ში დარჩენისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგეს, თუმცა ‘არმიას’ მე-14 ტურის მატჩი კვირას ელის (‘აკადემიასთან’).
‘ვეფხვებმა’ 2019 წლის პირველი გამარჯება ბრძოლაში მოიპოვა. ქარიან ამინდში გამართული მატჩის დასაწყისში ისინი უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ უნებლიე შეცდომების გამო ქულების აღებას ვერ ახერხებდენ. 15 წუთის შემდეგ უკვე მარნეულელებმა გაამწვავეს თამაში და სწრაფი
შეტევებით რამდენჯერმე მოიპოვეს უპირატესობა.
ანგარიში 28-ე წუთზე ‘არმაზმა’ გახსნა: ბადრი ლიპარტელიანმა ჯარიმა სწრაფად გაითამაშა, მიხეილ ალანიამ ბურთი კიდევ უფრო წინ წაწია, საქმეში მორკინალები ჩაერთვნენ და ილია სპანდერაშვილმა ლელო გაიტანა. რეზი ჯინჭველაშვილის გარდასახვა არაზუსტი იყო და ტაიმის ბოლოს მასპინძლები დაწინაურდნენ. ‘ვეფხვებმა’ დერეფნიდან შეუტია, მორკინალებმა რამდენიმე დარტყმა განახორციელეს, კარის წინ დანიშნული ჯარიმის ნაცვლად შერკინება ირჩიეს და იქიდან მეორე დარტყმის შემდეგ ლელო მიხეილ ზურიკაშვილმა გაიტანა, ხოლო ნიკა ბეჟუაშვილმა გარდასახა - 7:5.
მეორე ტაიმში პატარძეულელებმა შერკინებაში უპირატესობა მოიპოვეს და ქულები მხოლოდ მათ აიღეს. ანგარიში 51-ე წუთზე შეიცვალა. 5-მეტრიანი დერეფნიდან კარგად გათამაშებული კომბინაცია 5 ქულით გიორგი ჟღენტმა დაასრულა. ბეჟუაშვილს გარდასახვის შემდეგ ჯარიმაც გაუცუდდა. 70-ე წუთზე კარში დარტყმა რეზი ბროძელმა ითავა და ანგარიში 15:5 გახდა.
შეხვედრის მიწურულს კიდევ ორი ლელო გავიდა. 75-ე წუთზე დერეფანში ბურთი ჟორა მღებრიშვილმა მოიგო და შეუტია, ის ზედ ხაზთან შეაჩერეს, საიდანაც ჟღენტი მიეძალა და დუბლი გაიფორმა. უკანასკნელ წუთზე გიორგი ზუკაკიშვილმა ცენტრთან გაჭრა ხაზი და 22-მდე ირბინა, იერიში მარჯვენა ფრთაზე გაიშალა და ბექა არველაძემ პრემიალური ლელო მიითვალა. ბროძელმა ორივე ლელო გარდასახა და ვეფხვებმა’ 29:5 იმარჯვა.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით