© ია მირიანაშვილი

გორის ‘ჯიქმა’ დიდი 10-ის მე-11 ტურის პირველ მატჩში მარნეულის ‘არმაზი’ 24:12 დაამარცხა და წელი სამი გამარჯვებით დაასრულა.

მატჩი ‘არმაზის’ შეტევებით დაიწყო, თუმცა ანგარიში ‘ჯიქმა’ გახსნა - გიორგი კვესელაძემ საკუთარ 22-თან გადაცემა ჩაჭრა და ლელომდე ირბინა, ხოლო რეზი ჯინჭველაშვილმა გარდასახა. მე-12 წუთზე სანდრო კალმახელიძემ კოტე მარჯანიშვილზე მაღალი ბოჭვა შეასრულა და სინბინით დაისაჯა, 4 წუთში კი მეტობა დიტო კალანდაძემ გამოიყენა, კვესელაძემ ხაზი გაჭრა და ბექა წიკლაურმა ის ფრთაზე მარტო დატოვა. ჯინჭველაშვილი კვლავ ზუსტი იყო - 14:0.

29-ე წუთზე ‘ჯიქმა’ ვალი დააბრუნა. მათ მეტოქის ნახევარზე, მარცხენა ფრთაზე შეტევაში დაკარგეს ბურთი, რომელსაც ფეხი ორჯერ წაკრა ნიკა გიგაურმა, აიტაცა და ძელებსშუა გატანილი ლელო ლუკა მატკავამ გარდასახა. კალანდაძემ ორ წუთში დუბლით უპასუხა, რომელიც ასევე მცველის შეცდომას მოყვა - მან წიკლაურის ფეხით შეცურებული ბურთი ვერ დაიმორჩილა და ის დიტომ დაამიწა - 19:7.

მეორე ტაიმი 5 წუთის დაწყებული იყო, როდესაც დუბლი გიგაურმაც შეასრულა. ის თავის ნახევარზე მბოჭავს გაექცა, ლელომდე ვეღარავინ დაეწია და სხვაობა 7 ქულამდე დაიყვანა. მერე დამრტყმელებმა ჯარიმები გააფუჭეს, 65-ე წუთზე კი, მარჯანიშვილმა მცველს შემოურბინა, ლელო გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 24:12.

‘ჯიქი’ ახალ წელს 29 ქულით ხვდება და ექვსეულში დამკვიდრდა, ‘არმაზს’ კი 15 ქულა დარჩა და კონკურენტების თამაშების შედეგებს ელოდება.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"პასუხს აგებთ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
[VIDEO] ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ დაესხა თავს უმარ ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა უკნიდან მერაბ დვალიშვილს
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
[VIDEO] არასპორტული და ლაჩრული საქციელი - უსმან ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილს უკნიდან თავს დაესხა
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
დიდი 10: "ჯიქმა" "იუნკერებს" სძლია
ხელჩართული ჩხუბი საქართველოს სარაგბო ჩემპიონატში [VIDEO]
დიდი 10: აუტსაიდერების მატჩში "არმაზმა" "ყოჩები" დაამარცხა
დიდი 10: "ჯიქმა" "აიას" 19:15 სძლია
"ლოკომოტივმა" "ჯიქს" სძლია და მეორე ადგილზე გასვლის შანსი შეინარჩუნა
დიდი 10: "არმაზმა" "იუნკერები" ბოლო წუთზე დაამარცხა
დიდი 10: "ხარებმა" "არმაზი" დაამარცხა და გალიდერდა
დიდი 10: "ჯიქმა" "ლოკომოტივს" 17:8 მოუგო
ბენდტნერს ტრუსების ჩვენება უფრო ძვირი დაუჯდა, ვიდრე ბულგარელებს ნაციზმი - 29 ოქტომბრის დაიჯესტი
კაცნაკლულმა "ჯიქმა" "აკადემია" დაამარცხა
დიდი 10: "აკადემიამ" "არმაზს" სძლია და მეორე ადგილზე დამკვიდრდა
დიდი 10: "ჯიქმა" "ლოკომოტივი" დაამარცხა