საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2019/2020 წლების სეზონის დუბლშემადგენლობების, ჭაბუკთა და საფესტივალო ჩემპიონატები აღარ განახლდება, კაცთა ლიგებში კი, სავარაუდოდ, ტურნირები აგვისტოში განახლდება, მკაცრად გაწერილი და აუცილებლად შესასრულებელი პირობების გათვალისწინებით.

ყურადღება: ქვემოთ მოცემული გეგმა გაწერილია სახელმწიფოში COVID 19-ის ირგვლივ არსებული მდგომარეობის შესაბამისად და სავსებით შესაძლებელია მოხდეს მისი გადახედვა ვითარების ცვლილების მიხედვით!

შეწყდეს | დუბლიორთა, ჭაბუკთა ‘ა’, ‘ბ’ და საფესტივალო ლიგების შეჯიბრებები 2019-2020 წლის სეზონის მიხედვით!

დიდი 10-ის, პირველი და მეორე (რეგიონალური) კაცთა ლიგების, შესაბამისი დებულებებით ეტაპობრივი განახლების სავარაუდო გეგმა:

22 მაისიდან, გუნდებს მიეცეთ რეკომენდაცია მოთამაშეთა ინდივიდუალური ვარჯიშების გააქტიურების შესახებ (რეკომენდაცია ეძლევათ ღია სივრცეზე, მათ შორის მოედანზე, თუმცა გასახდელების გამოყენების გარეშე);

1 ივნისიდან გუნდებს მიეცეთ 10-10 კაციან ჯგუფებად მოედანზე (ღია სივრცეში) 3 და მეტ მეტრიანი დისტანციის დაცვით, ვარჯიშების განახლების უფლება, COVID 19-ის მენეჯერის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ (COVID 19-ის მენეჯერის შესახებ იხილეთ ქვემოთ);

20 ივნისიდან სავარაუდოდ, გუნდები შეძლებენ მოთამაშეთა ჯგუფების გაფართოებას (10-ზე მეტი), კვლავ კლუბის COVID 19-ის მენეჯერის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. კლუბებს ეძლევათ შესაძლებლობა გამოიყენონ გასახდელები. ამ შემთხვევაში სავალდებულოა: გასახდელების ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ დეზინფიცირება. გარდა ამისა, უნდა მოხდეს მოთამაშეთა და პერსონალის ვარჯიშამდე სკრინინგი;

1 ივლისიდან გუნდებს სავარაუდოდ შესაძლებლობა მიეცემათ გადავიდნენ სრულფასოვან (კონტაქტურ) ვარჯიშებზე, კვლავ COVID 19-ის მენეჯერის მეთვალყურეობის თანხლებით;

ჩემპიონატების გაგრძელება სავარაუდოდ იგეგმება 24-26 ივლისს, ან 31.07-02.08, თუმცა სტადიონზე მაყურებლების დაშვების გარეშე (ცარიელი ტრიბუნების თანხლებით). ამ საკითხთან დაკავშირებით, მხედველობაში მიიღება სახელმწიფოს რეკომენდაციები და ცვლილებების შესახებ, საჭიროების მიხედვით, განახლებებს მოგაწვდით საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტი;

განახლებების სავარაუდო სქემები:

დიდი 10 | ჩატარდება რეგულარული სეზონის დარჩენილი 4 ტური, რომელსაც მიყვება პლეიოფები არსებული დებულების შესაბამისად – სულ გაიმართება 8 ტური (დიდი ფინალის ჩათვლით). მატჩები ჩატარდება 4 დღიანი ინტერვალით, ანუ ყოველ მე-5 დღეს.

1-ლიგა | ჩატარდება რეგულარული სეზონის დარჩენილი 3 ტური, რომელსაც მიყვება საპლეიოფო, გადასასვლელი 2 ტური – სულ გაიმართება 5 ტური. მატჩები ჩატარდება 5 დღიანი ინტერვალით, ანუ ყოველ მე-6 დღეს.

რეგიონალური (მეორე) ლიგა | ჩატარდება 2 საპლეიოფო და 2 გადასასვლელი ტური – სულ 4 ტური; მატჩები გაიმართება 7 დღიანი ინტერვალით, ანუ ყოველ მე-8 დღეს;

ტრანსფერები

2020-2021 წლის სეზონის სატრანსფერო ვადები, სავარაუდოდ განისაზღვრება შემდეგი სახით:

1 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით;

საბუთების შემოტანის სავალდებული ვადები: 17 სექტემბრიდან 22 სექტემბერის ჩათვლით;

ახალი სეზონი

კაცთა ლიგების გათამაშებების სტარტის სავარაუდო თარიღებია: 2020 წლის 25-27 სექტემბერი, ან 2-4 ოქტომბერი.

ჭაბუკთა ლიგები

სატრანსფერო ვადების განსაზღვრება და ტურნირების სტარტი მოხდება კაცთა ლიგებთან შედარებით ადრე და ამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ პლატფორმებზე გამოქვეყნდება;

კლუბის COVID 19 მენეჯერი

საქართველოს რაგბის კავშირის COVID 19-ის მენეჯერის მიერ, გაიმართება სპეციალური ვებინარი – პანდემიის პირობებში რაგბში უსაფრთხო დაბრუნების შესახებ.

ამ ვებინარზე დასწრება სავალდებულო იქნება ზემოთ ჩამოთვლილ ლიგებში მონაწილე ყველა კლუბის მენეჯერისა და ექიმისთვის. ვებინარზე განიხილება მსოფლიო რაგბის უახლესი რეკომენდაციები, რაც მოიცავს:

უსაფრთხო დაბრუნების ძირითად პრინციპებსა და მითითებებს;

სავალდებულო, COVID 19 ონლაინ მოდულის გაცნობას;

კლუბის COVID 19-ის მენეჯერის ფუნქცია-ვალდებულებებს;

კლუბებს დაევალებათ დანიშნონ საკუთარი COVID 19 მენეჯერი;

აღნიშნულის შემდეგ, კავშირის COVID 19 მენეჯერის მიერ დაინიშნება სპეციალური სწავლება/გადამზადება კლუბების COVID 19 მენეჯერებთან, რომლებსაც ამ დროისთვის უკვე უნდა ჰქონდეთ გავლილი ზემო აღნიშნული COVID 19-ის ონლაინ მოდული.

მომზადებულია rugby.ge-ის მიხედვით

crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად
ჟოაო კანსელო "ბარსელონაში" დაბრუნდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს განსჯიან
გეგმავს "ბარსელონა" მიქაუტაძის შეძენას? - COPE დეკოს სიას ასახელებს
ზაბარნიმ შეიძლება პსჟ დატოვოს და ინგლისში დაბრუნდეს
პსჟ შეტევის სათადარიგოთა სკამის სრულად გადახალისებას და "მონაკოს" სკანდალური თავდამსხმელის დამატებას აპირებს
ცნობილი გახდა გოჩოლეიშვილის ესპანურ გუნდში გადასვლის დეტალები
კეინს "ოქროს ბუცი" გადასცეს
"ინტერი" "ლივერპულის" ნახევარმცველს შეიძენს
7 ფეხბურთელი, რომელმაც "რეალს" "ბარსელონა" არჩია
[VIDEO] ეგვიპტის მწვრთნელი ცოლებს აშველებდა და გონება დაკარგა
ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დოპინგ კონტროლზე კოკაინის გამო ჩავარდა
"რომამ" 19 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი დაიმატა
სასამართლოში გეგმავს სარჩელის შეტანას - უოლკაპს "დუბაიში" სურს თამაში
"ნაპოლიმ" 22 წლის იტალიელი ვინგერი დაიმატა
რობერტო კარლოსმა ისლამი მიიღო - თურქული მედია ლეგენდარული ბრაზილიელის გადაწყვეტილებაზე
პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
გოჩოლეიშვილი უკვე ესპანეთშია - გიორგი ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი გახდება
პსჟ-ში ტრანსფერის ბოლო მომენტში ჩაშლის შემდეგ - სუძუკი "ასტონ ვილაში" გადავიდა
ბენზემა და სალაჰი ერთ გუნდში? - ფრანგ ფეხბურთელს თურქეთში უხმობენ
"რეალი" ფეხბურთელებს ორჯერ არ ურეკავს" - მოურინიომ როდრის ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა