"ბათუმი" 2021/22 წლების სეზონის დიდი 10-ის ჩემპიონია! ზღვისპირელებმა "დინამო არენაზე" გამართულ ფინალში ბოლნისის "ყოჩებს" 23:14 სძლიეს და ჯილდო მეოთხედ მოიპოვეს.

ბათუმელებს აქამდე ტიტული 1999, 2002 და 2019 წლებში ჰქონდათ მოპოვებული. შარშან ჩემპიონობა ქუთაისის "აიას" დაუთმეს, წელს კი ზედიზედ მესამე ფინალი ითამაშეს და ოქროს მედლებთან ერთად, თასიც დაიბრუნეს.

"დინამო არენაზე" გამართული ჩემპიონატის კულმინაცია ნამდვილ ზეიმად იქცა. ტრიბუნებზე ორივე გუნდის ქომაგი მრავლად შეიკრიბა. თამაშს ჯამში 15 ათასამდე მაყურებელი დაესწრო, რომელთა განწყობაზე სტადიონის პერიმეტრზე მოძრაობის თეატრის მსახიობები ზრუნავდნენ. გულშემატკივრებს დაურიგდათ გუნდების დროშები, უშუალოდ თამაშის მსვლელობისას კი მათ ლევან ჯობავა "ახურებდათ".

როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში დაძაბული გამოდგა. მთელი სეზონის განმავლობაში კარგად მობურთალ გუნდებს ნერვიულობამ თავის საუკეთესოდ წარმოჩენის შესაძლებლობა არ მისცა. მრავლად იყო ტექნიკური წუნი და შეცდომები, საბოლოოდ კი, გამარჯვება იმ გუნდს დარჩა, რომელმაც ნაკლები შეცდომა დაუშვა.

ანგარიშის გახსნის პირველი შესაძლებლობა "ბათუმს" ჰქონდა, მაგრამ მამუკა ნინიძეს პირველი დარტყმა გაუცუდდა. სამაგიეროდ, ის ზუსტი იყო მე-12 წუთზე, კარის წინ 22 მეტრში დანიშნული ჯარიმიდან. თამაშის განახლებისთანავე უკვე "ბათუმი" დაჯარიმდა და ლაშა მალაღურაძემ მალევე შეძლო წონასწორობის აღდგენა. ზღვისპირელები ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლნენ და 28-ე წუთზე შეხვედრის პირველი ლელო გავიდა. ხვიჩა ბუჯიაშვილმა შერკინებიდან შეუტია და მძლავრი მიძალებით დაახლოებით 7-8 მეტრი იარა, 5-მეტრიან წყვეტილთან რაქიდან ბურთი კობა ბუჯიაშვილმა აიტაცა, დაუცველ ზონაში შეუტია და ლელო დაამიწა.

ლელოს დამიწების შემდეგ ვანო ფუტკარაძე ნიკოლოზ კუპრაშვილს ეუხეშა, რასაც ვიდეორეფერის განხილვა მოჰყვა და ბათუმელთა მესამეხაზელი სინბინით დაისაჯა, ნინიძის გარდასახვის შემდეგ კი "ყოჩებმა" ბურთის თამაშში შეყვანის ნაცვლად ცენტრიდან ჯარიმა დაარტყა და მალაღურაძემ სხვაობა 4 ქულამდე დაიყვანა – 10:6.

შესვენებისას გაწვიმდა და მეორე ტაიმის პირველი ნახევარი ზაფხულის თავსხმაში გაიმართა. "ყოჩებმა" დებიუტში ჯარიმა გამოიმუშავა და მალაღურაძემ სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, რასაც "ბათუმის" გააქტიურება და 15-წუთიანი დომინირება მოჰყვა. ბოლნისელებმა მეტოქის მძლავრი შეტევის მოგერიება ნიკა რეხვიაშვილის სინბინის ხარჯზე მოახერხეს და თითქოს სიტუაციაც განმუხტეს, მაგრამ შემდეგ ეპიზოდში ბექა ურჯუკაშვილმა 10-მეტრიან წყვეტილთან ხაზი გაჭრა, ლელომდე 40 მეტრი დაფარა და ბურთი ალამთან დაამიწა – 15:9.

ნინიძემ რთული პოზიციიდან ვერ გარდასახა, თუმცა 53-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა და "ბათუმი" 9 ქულით დაწინაურდა. რადგან ბოლნისელებს ხელდახელ შეტევები არ გამოსდიოდათ, სინბინიდან დაბრუნებულმა რეხვიაშვილმა 60 მეტრიდან ჯარიმა კარში დაარტყა, მაგრამ ძალა დააკლდა. ამის შემდეგ "ყოჩებმა" ხელსაყრელ პოზიციებზე ორი ჯარიმა მიიღო, თუმცა ამჯერად ლელოზე თამაში ამჯობინა. 62-ე წუთზე "ბათუმი" ალეკო შამილიშვილის სინბინის შემდეგ მოედანზე კაცნაკლული დარჩა, თუმცა თავდადებული დაცვისა და ბოლნისელთა მხრიდან შეცდომების ფონზე, დიდი ხნის განმავლობაში ანგარიში უცვლელი დარჩა.

10-წუთიანი მიძალებების სერიას საბოლოოდ ძალისმიერი ლელო მოჰყვა – ლაშა ფოფხაძემ რაქიდან შეუტია და ვიდეორეფერიმ დააფიქსირა, რომ ბურთი ხაზზე დაამიწა. გარდასახვა არაზუსტი იყო და 4-ქულიანი ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად "ყოჩებს" ლელოზე მოუწია თამაში, მაგრამ "ბათუმმა" შეძლო თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა, ბოლნისელები წნეხში მოექცნენ, რასაც 78-ე წუთზე ბურთის დაკარგვა მოჰყვა, რომელიც გუგა შენგელიამ დაამიწა და ჩემპიონის ვინაობაც გაირკვა – 23:14 "ბათუმის" სასარგებლოდ.

"თამაში დაძაბული გამოდგა. სეზონის ერთადერთი მარცხი სწორედ "ყოჩებთან" განვიცადეთ და დღესაც გამოჩნდა, რომ ეს გუნდი ჩვენთვის უხერხული მეტოქე იყო. მრავლად გვქონდა წუნი, თუმცა ის ერთწლიანი შრომა, რაც მთელმა გუნდმა გავწიეთ, დღეს დაგვიფასდა, ჩემპიონები გავხდით და ძალიან ბედნიერები ვართ. მადლობა გულშემატკივარს, რომელიც ბათუმიდან ჩამოვიდა და მთელი მატჩის განმავლობაში გვგულშემატკივრობდა", - თქვა ნამატჩევს "ბათუმის" კაპიტანმა ბექა ურჯუკაშვილმა, რომელიც ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და ჯილდო ლეგენდარული "ბორჯღალოსნის", მამუკა გორგოძისგან ჩაიბარა.

ბოლნისის "ყოჩებს" ვერცხლის მედლები გადასცეს ვეტერანმა მორაგბემ და ქართული რაგბის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა გივი მრელაშვილმა, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ, გამგეობის თავმჯდომარე დავით კაჭარავამ და ოპერაციების დირექტორმა ლექსო გუგავამ.

ჩემპიონ "ბათუმს" კუთვნილი ოქროს მედლები და საჩემპიონო თასი გივი მრელაშვილთან და იოსებ ტყემალაძესთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ დააჯილდოვეს.

2021/2022 წლების დიდი 10-ის ფინალი (XXXII გათამაშება)

თბილისი. „დინამო არენა“.

ბათუმი (ბათუმი) – ყოჩები (ბოლნისი) 23:14

ბათუმი: 15. მამუკა ნინიძე, 14. ანზორ სიჭინავა, 13. ზურა ძნელაძე, 12. ბექა ურჯუკაშვილი (კაპ.), 11. ნიკა ნინიძე, 10. რეზი ჯინჭველაშვილი, 9. კობა ბუჯიაშვილი; 1. ალეკო შამილიშვილი, 2. ბექა მამრიკიშვილი, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. კობა ჯიმშელეიშვილი, 5. სანდრო ქოიავა, 6. ვანო ფუტკარაძე, 7. საბა შუბითიძე, 8. ხვიჩა ბუჯიაშვილი.

მარქაფა: 16. გიორგი მენაბდე, 17. ვაჟა თაგაური, 18. მურმან ჯიჯავაძე, 19. დაჩი კოპაძე, 20. გუგა შენგელია; 21. არჩილ თურმანიძე, 22. ბაჩი გრიგოლია, 23. ვიტალი ირემაძე.

3 ლელო: კ. ბუჯიაშვილი, ურჯუკაშვილი, შენგელია

1 გარდასახვა: მ. ნინიძე

2 ჯარიმა: მ. ნინიძე

ყოჩები: 15. ნიკოლოზ რეხვიაშვილი, 14. ირაკლი გეგენავა (კაპ.), 13. თემურ ჭიჭინაძე, 12. სერგი ჩხაიძე, 11. კოტე მარჯანიშვილი, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ნიკოლოზ კუპრაშვილი; 1. იროდიონ ქუცნიაშვილი, 2. ლაშა საჯაია, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. ლაშა ფოფხაძე, 5. მიხეილ არჩუაშვილი, 6. აკაკი მარშანია, 7. გიორგი ტყემალაძე, 8. გიორგი მჭედლიშვილი.

მარქაფა: 16. ლევან გენებაშვილი, 17. სანდრო ქიტუაშვილი, 18. გიორგი ხოსიტაშვილი, 19. კობა ტატულაშვილი, 20. ნიკა ჩხიკვაძე; 21. შავლეგ მახარაშვილი, 22. თემურ სოხაძე, 23. რანი ფხალაძე.

1 ლელო: ფოფხაძე

3 ჯარიმა: მალაღურაძე

rugby.ge

crocobet დიდი 10-ის ფინალი | სამი წლის შემდეგ - "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
დიდი 10 | ბათუმი 33:21 ხარები
დიდი 10 | "აია" საქართველოს ჩემპიონია!
პსჟ "რეალთანაც" ფავორიტია - ხვიჩასა და ტრენტის კიდევ ერთი დუელი!
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
მესი VS რონალდო უკვე საუდის არაბეთში? - "ალ-აჰლის" არგენტინელი ვარსკვლავის დამატება უნდა
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
ტრანსფერზე ხმების პარარელურად - მიქაუტაძემ "ლიონში" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო
თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში
"კაპიტანი ამერიკა ჩამოვიდა" - "სპორტინგმა" ქოჩორაშვილი წარადგინა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
"კვარას" მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი, ჩინებული პსჟ და "რეალთან" დიდი მატჩის მოლოდინი
"მიჩვეულია ტიტულები არ მოიგოს" - პსჟ-სთან ნამატჩევს მიულერი კეინს გაეხუმრა
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს
მიქაუტაძის სანაცვლოდ "რომაზე" 2 მილიონით მეტი შესთავაზეს - ქართველის ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა მიმდინარეობს
ტერ შტეგენს სერია A-ს ვარიანტი გამოუჩნდა
ჩაომ "კომოს" ბოლო მომენტში უარი უთხრა და პრემიერ ლიგის ვარიანტი აქვს
ოსიმენმა გადაწყვეტილება მიიღო - ნიგერიელის ახალი გუნდი საბოლოოდ გაირკვა?
უოლკერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა და ახალ გუნდში ჩაირიცხა
"საქართველოს ნაკრები რუსეთს ახლა ამიტომ მოუგებდა" - შელიამ ჩვენს ეროვნულ გუნდზე ისაუბრა
"ინტერიდან" მიდის - ჰაქანი სამშობლოში ბრუნდება
თსუ-მა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა
"ლოკომოტივმა" "ყოჩებს" 20 წუთში 23 ქულა ამოუქაჩა და გაიმარჯვა
დიდი 10: "აია" და "ყოჩები" დაზავდნენ
"შავი ლომი" | ორი ცვლილება "ბათუმთან"
სუპერთასი | თელ-ავივი ქართულ გუნდებს არ სწყალობს
ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი "ბათუმმა" მოიგო
ხელჩართული ჩხუბი საქართველოს სარაგბო ჩემპიონატში [VIDEO]
დიდი 10: აუტსაიდერების მატჩში "არმაზმა" "ყოჩები" დაამარცხა
სუპერლიგის სადებიუტო მატჩში "ვსა-BASKETBALL"-მა "ბათუმი" 80:72 დაამარცხა
დიდი 10 | "ყოჩები" - "ლოკომოტივი" 31:5
დიდი 10: "ბათუმმა" სტუმრად "ყოჩებს" სძლია
სუპერთასი | "შავი ლომი" აღმოსავლეთში, "ლუზიტანუში" დასავლეთში