რაგბი. მეტოქე: ტობი ფლუდი გერმანიის ნაკრებში?

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილი მგეზავი ტობი ფლუდი შესაძლოა გერმანიის ნაკრების მორაგბე გახდეს. ახლახან "ტაიმსისთვის" მიცემულ ინტერვიუში ტობიმ განაცხადა, რომ მისი ბაბუა (დედის მხრიდან) გერმანელი იყო. მან სამშობლო 1936 წელს დატოვა და ინგლისში გადაბარგდა.

"მოხარული ვიქნები, თუ მომეცემა საშუალება, განვითარებად სარაგბო ქვეყანას დავეხმარო. ყოველთვის ვამაყობდი, რომ გერმანული ფესვები მქონდა და მინდა ამ ქვეყნის რაგბის სამსახური გავუწიო" - თქვა ტობი ფლუდმა.

აღსანიშნავია, რომ ტობი ფლუდი ინგლისის ნაკრებში 2013 წლიდან არ თამაშობს. ის ფრანგულ "ტულუზში" გადავიდა და ახლა ისევ ინგლისში, "ნიუკასლში" დაბრუნდა. მისი ადგილი
"პომებში" ოუენ ფარელმა და ჯორჯ ფროდმა დაიკავეს. მსოფლიოს რაგბის წესების თანახმად, თუ მორაგბეს, რომელსაც ერთი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები აქვს და სხვა, მეორე ქვეყნის ნაკრებში თამაში სურს, ამას მხოლოდ ხუთწლიანი სანაკრებო პაუზის შემდეგ შეძლებს. თანაც იმ შემთხვევაში, თუ იმ მეორე ქვეყანასთან გენეალოგია აკავშირებს. ყველაზე შორეული წინაპარი ბებია ან ბაბუა უნდა ჰყავდეს ახალი ქვეყნიდან.

ერთი სიტყვით, ტობი ფლუდს შანსი აქვს, ერთა თასის გათამაშებაში გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ითამაშოს. მან უკვე მიმართა სათანადო ორგანოებს, რათა გერმანიის მოქალაქეობა და პასპორტი მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ ტობი ფლუდმა "ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ ერთხელ უკვე ითამაშა 2011 წელს, ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული