- ახალი ზელანდია უფრო გენატრებათ თუ მამუკა გორგოძე?
- ზელანდიაში დეკემბერში წავალ, გორგოძეს კი ნაკრებში ვეღარ ვიხილავ. მამუკა უფრო მენატრება.
მილტონ ჰეიგმა "ბორჯღალოსნების" ახალგაზრდა (მირიან მოდებაძე, გიორგი კოშაძე, სოსო მათიაშვილი, გიორგი კვესელაძე) მოთამაშეებზეც ბევრი ილაპარაკა:
"დიდი ხანია მათ ვაკვირდებით, უკანა ხაზის გაძლიერებაზე სერიოზულად ვმუშაობდით, განსკუთრებით, ფრთებზე და ფულბეკის პოზიციაზე. ახალწვეულები სწორედ ამ პოზიციებზე არიან. მათი დიდი იმედი მაქვს.
მსოფლიოს თასამდე 2 წელია დარჩენილი და საკმარისი დროა, ვნახოთ ისინი
მართალია, არაა შემადგენლობაში, მაგრამ კარგად იცით, რა შეუძლია გელა აფრასიძეს. მისი ლელო რაგბის მსოფლიოს კავშირის ნომინაციაშია წარდგენილი, რაც თავისთავად მეტყველებს, რა დონის მოთამაშეა".