მილტონ ჰეიგი: მნიშვნელობა არა აქვს რა ანგარიშით გაიმარჯვებ, მოგება ყოველთვის მოგებაა

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მიერ ამერიკელთა დამარცხების შემდეგ (21:20),ბორჯღალოსნების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ პრესკონფერენცია გამართეს.

- პირველ ტაიმში იყო ერთი-ორი მომენტი, როცა შეგვეძლო უფრო მეტი ქულა გაგვეკეთებინა. გარდა ამისა, მეორე ტაიმში ბურთის ფლობას ვცდილობდით და გვიწევდა დაცვითი თამაში. 4 წლის წინ ჩვენ ეს თამაში წავაგეთ, ახლა კი მოვიგეთ.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო პოზიტიური მომენტი, ახალგაზრდების ნაწილმა პირველად ითამაშა და ბრწყინვალედ გამოიყენა თავისი შანსი.

- ეს თამაში ჩვენ მოვიგეთ თუ ამერიკამ წააგო?
- ჩვენ თამაში მოვიგეთ, ანგარიში არის 21:20.

- პირველ ტაიმში კაცნაკლულმა 3 ლელო დავდეთ, მეორე ტაიმში კი ვერა. ეს ხომ არ არის იმის ბრალი, რომ შემცვლელებმა ითამაშეს ცუდად?
- მეორე ტაიმში იმათ ოცდაორში ჯერ დერეფანი წავაგეთ, შემდეგ შერკინება და ამით ჩვენს თავზე წნეხი განვიცადეთ. ტესტ-მატჩის მოგებისას არის დეტალები, რასაც ვაკვირდებით და ვიყენებთ. მნიშვნელობა არა აქვს რა ანგარიშით გაიმარჯვებ, მოგება ყოველთვის მოგებაა. ყველა ტესტ-მატჩის მოგებას ვერ შევძლებთ.

- ვითარდება თუ არა ნაკრები და ხედავთ თუ არა წინსვლას?

- მიზანი იყო ნოემბრის ტესტებზე სამივე მატჩის მოგება, მაგრამ მხოლოდ ორში შევძელით გამარჯვება. ეს ტესტ-რაგბია, რეიტინგში ჩვენს წინ 11 გუნდია, მათ არ სურთ რომ შენ გაიმარჯვო.

ახლა დავინახე რამდენიმე ბიჭი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის გამოგვადგება. განვითარება გვაქვს ვარჯიშის კუთხით, გუნდურობის კუთხით და ძალიან დიდი ნაბიჯი გვაქვს წინ გადადგმული

- ამერიკასთან ყოველთვის გვიჭირს თამაში, ხომ არ ჩამოყალიბდა ამერიკა უხერხულ მეტოქედ?
მერაბ შარიქაძე:
შეიძლება დამთხვევაა, მაგრამ ამერიკასთან ყოველთვის რთულია თამაში. უხერხულ მეტოქეებთან ისე უნდა ვითამაშოთ, რომ დავძლიოთ ეს ბარიერი. თუნდაც კანადა ავიღოთ, ადრე ის უხერხული მეტოქე იყო, მაგრამ დღეს აღარ არის. რაც მთავარია გავიმარჯვეთ.
მკითხველის კომენტარები / 29 /
საოცარია! გვყავს დაახლოებით 15-20 საშუალო საერტაშორისო რანგის მოთამაშე და გვაქვს დაბალი დონის ეროვნული რაგბი.
შედეგი არის იმაზე მეტი ვიდრე ეროვნული საკლუბო რესურსი გვაქვს და ვიმსახურებთ.
და პრტენზიები გვაქვს მწვრთნელთან, თუ რატომ დიდი ანგარიშით არ მოვუგეთ ქვეყანას, რომელსაც ეროვნულ დონეზე გაციებით მეტი რესურსი აქვს.

განუზომელი ამბიცია - აი რაც გვაქვს გვაქვს!
კოტე
26 ნოემბერი 2017 03:56
1
იმედზე იყო 17:30ზე დაახლოებით, ბიჭმა 30 ქულით მოვიგებთო
ნიკა
26 ნოემბერი 2017 10:38
5
თუ სათაურში მართლაც პრესკონფერენციის მთავარი მესიჯია გადმოცემული, მაინცდამაინც ბრძნულად ვერ ულაპარაკია მწვრთნელს.

თუმცა მძიმე სერია იყო და, პრინციპში, სასაყვედურო არაფერი გვაქვს. მადლობა მას და, რა თქმა უნდა, ბიჭებს!
ვვვ
25 ნოემბერი 2017 23:10
0
რა ეროვნულ დონეებზეა ლაპარაკი... 315 მილიონიან შტატებსაც კი ყავთ არაერთი ნატურალიზებული მოთამაშე, რომ არაფერი ვთქვათ 23 მილიონიან რუმინეთზე, რომელიც "გაძეძგილია" ნატურალიზებულებით და იაპონია??? ახლა მწვრთელის შეცვლაზე (მით უმეტეს რომ "ძვირფას" მწვრთნელს ვერ შევწვდებით, ყოველ შემთხვევაში ფონდი ქართუს დახმარების გარეშე) ნაადრევია ლაპარაკი, შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატამდე. ნებისმიერ შემთხვევაში ნოემბრის ტესტების უარყოფითად შეფასება არ შეიძლება, თუნდაც იმ ორი ეპიზოდის გამო, რომლებიც მსოფლიო რაგბის ისტორიაში ჩაიწერება: მატიაშვილის ლელო და უელსელთა გაიძვერობა.დადეთ
s.k.
26 ნოემბერი 2017 10:43
0
მილტონი უნდა დარჩეს. ახლა მისი გაშცება ნაკრებს დააზარალებს. მცირე, მაგრამ ნაკრების პროგრესი აშკარაა.
geo
26 ნოემბერი 2017 12:03
0
მეორე ტაიმში ქულა ვერ ავიღეთ! მთავარი მწვრთნელის რეაქციამ გაკვირვება გამოიწვია - მთავარი მოგება არისო.წაგებას გადავურჩით, მეტოქის შეცდომის წყალობით. შეიძლება ჩაითვალოს, რომ დღევანდელი თამაში ჩავაგდეთ.
მერაბი
25 ნოემბერი 2017 22:20
9
ჩვენ თუ ვიგებთ 1 ქულით მოგება მოგებაა, და თუ უელსთან ვაგებთ 7 ქულით -მაინც მაგრები და გამარჯვებულები ვართ.

ამიტომ,აჯობებს გავითავისოთ, რომ მოგება მართლა მოგებაა და წაგებაც წაგებაა.
ღირსეული წაგება არ არსებობს.
ასეა ეეს!
25 ნოემბერი 2017 22:17
16
ათას ცოცხალსა ზოგჯერა,ბევრად სჯობს ერთი მკვდარია.ეს სიტყვები ჩემი მოგონილი არ არის,ჩემზე და ალბათ ყველა ჩვენგანზე ჭკვიანმა კაცმა დაწერა.მოგებაც არის და მოგებაც.წაგებაც არის და წაგებაც.ეს ერთი და იგივე ვერანაირად ვერ იქნება.
სოსო
26 ნოემბერი 2017 09:38
0
არავითარი ”ასეა ეს!!!” და არ არის ეგრე ეგ - უელსთან არ წაგვიგია. უელსის მაიმუნურ და სკანდალურ მოგებას ადრი ამ ჩვენ ალალ მოგებას??? შერკინების კვაჭი რომ დაგვიმალეს და მსაჯიან მწვრთნელიან მოთამაშეებიანად რომ იმაიმუნეს და იმაფიოზეს, შერკინება ტექნიკურად რომ გაგვიუქმეს თორემ კუთხეში რომ გვყავდა მიმწყვდეული. ამერიკელებს ვინ უშლიდა ხელს ბიჭო მსაჯი თუ 6 ერის ”მაფია,” ის ერთი ქულით წაგებაც ნამდვილი წაგება იყო და თვითონ წააგეს. რომ გამოხტებით ხოლმე ეს ვითომ რეალისტები და ვითომ ”ასეა ეს!!!” , გავიწყდებათ რაღაცეები მეორედ ვწერ ამას უკვე.
ზვიადი
26 ნოემბერი 2017 05:09
1
ყველა გამოხმაურება
ცოტა იმედგაცრუებული ვარ!
გიორგი
25 ნოემბერი 2017 23:52
6
an ra kitxvebia? an ra pasuxebia? jurnalistebs kitxvebi ar gichndebat ro dausvat? an sisuleles roca gpasuxobt, miutitot amaze da kidw ufro mzapri kitxva dausvat? "xom ar chamoyalibda amerika uxerxul metoqed" -Amixsenit vinmem, kitxvaa? rames izleva?mevmagalitad uamravi kitxva maq sakadro politikastan dakavshitebiy
zuka
25 ნოემბერი 2017 21:20
5
ზუკა,ამ წლამდე ამერიკას ჩვენთან სამი მოგება ჰქონდა და ერთი წაგება,წელს ორივე ტესტი მოვუგეთ,ანგარიში გავათანაბრეთ და თან ამერიკის მწვრთნელი ამაყობს ასეთი წაგებით და დამარცხებით.ამას უკან სვლას ეძახით?ლოგიკაც ხომ არსებობს.უხერხულ მეტოქეობაზე ამერიკელებმა რაღა უნდა თქვან?
სოსო
26 ნოემბერი 2017 09:48
1
ან რა კომენტარია? უფრო მძაფრი კომენტარი არა გაქვთ? რამეს იძლევა ეს კომენტარი? მე მეგალითად ასეთი კომენტარი მაქვს - რა საკადრო პოლიტიკაი-რი საკადრო პოლიტკაი?
kote
26 ნოემბერი 2017 00:34
3
მეორე ტაიმი რას გავდა?
გიორგი
25 ნოემბერი 2017 23:55
5
ბატონო გიორგი - მეორე ტაიმი გავდა იმას, რომ არ უნდა მოგვეგო დიდი ანგარიშით... გასაგები მიზეზების გამო. ჩემი აზრით, აი ამას გავდა და მეტს არაფერს. თორემ ჩვენები, როგორც ყოველთვის მეორე ტაიმში უმატებენ.

Dato
26 ნოემბერი 2017 03:44
1
მადლობთ,რომ ახალგაზრდული ცვლილებებით გაჯერებული გუნდი მაინც თავის სიმაღლეზე აღმოჩნდა.რაც შეეხება ზოგიერთ კომენტარს ბოღმა და ავსიტყვიანობა აღარ გვიკვირს.
888
27 ნოემბერი 2017 10:17
0

სიახლეები პოპულარული