ქალაქ ოფენბახში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში გერმანია დაამარცხა 64:0.
პირველ ტაიმში ლელო გიორგი კვესელაძემ, სანდრო თოდუამ და ლევან ჩილაჩავამ დადეს, ხოლო ბექა წიკლაურმა სამიდან ორი გარდასახვა გამოიყენა.
მეორე ტაიმში მასპინძელთა გუნდმა ვეღარ შეძლო ჩვენი გუნდისთვის წინააღმდეგობის გაწევა, შედეგად საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 7 ლელო დადო (ანტონ ფეიქრიშვილმა, მიხეილ გაჩეჩილაძემ, კვესელაძემ - 2, ოთარ გიორგაძემ, ზურაბ ჟვანიამ, ლაშა ხმალაძემ), წიკლაურმა კი 7-დან 6 გარდასახვა ზუსტად შეასრულა და შეხვედრა 64:0 დასრულდა.
შემდეგ შეხვედრას "ბორჯღალოსნები" 3 მარტს თბილისში ესპანეთის ნაკრებთან გამართავენ.
19:28 17-02-2018
"ბორჯღალოსნებმა" გერმანია 64:0 გაანადგურეს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
თამაში ბევრი არაფერი, მაგრამ კარგად ჟღერს - გერმანია გავგლიჯეთ!
22
1
ეს ქარათველები რა ცოტანი ვართ, როგორი ღარიბები ვართ, და რა ძლიერები ვართ, თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო...
15
1
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული