მილტონ ჰეიგი: პროგრესისთვის გვესაჭიროება მეტი ფინანსური მხარდაჭერა

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ესპანეთთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

- ბუნებრივია, ესპანეთმა ბოლო მატჩში გამარჯვებით თავისი ძალა დაამტკიცა. ხვალ არის მნიშვნელოვანი, ჩვენ როგორ ვითამაშებთ და რას წარმოვადგენთ.

ის მომენტი, რომ ეს გუნდი ერთა ლიგაში არის ყველაზე ძლიერი, დამტკიცდა რუმინეთთან და რუსეთთან თამაშით.

- ესპანეთმა დაამარცხა რუმინეთი და რუსეთი. ესპანეთის პროგრესით რა სარგებელი შეიძლება მიიღოს საქართველომ?
- ესპანეთში რამდენჯერაც ვითამაშეთ, ყველაზე რთული იყო. თუ გახსოვთ, პირველ თამაშშიც ესპანეთთან დავმარცხდით. ჩვენს ინტერესში არის, რომ უფრო ძლიერ გუნდებთან ვითამაშოთ და შესაბამისად,
ესპანეთის პროგრესი ჩვენთვის კარგია.

- განაცხადში ვერ მოხვდა მერაბ კვირიკაშვილი. რაიმე ტრავმა აქვს თუ ეს მწვრთნელის გადაწყვეტილებაა?
- მეკოს რაც შეეხება, მას ჰქონდა მცირე პრობლემები, მას სჭირდებოდა რეაბილიტაცია და ბოლო ორი თამაშისთვის ის ჩვენს გუნდში მოიაზრება.

- რას გვეტყვით ამ ტურნირზე რაგბი ევროპის თასზე, რა მნიშვნელობა აქვს აქ ასპარეზობას?
- რაგბი ევროპის ჩემპიონატი არის ტურნირი, რომელიც ტრადიციულია და ჩვენ ვალდებულები ვართ, მონაწილეობა მივიღოთ. ჩვენი ნაკრები ამ ტურნირის წყალობით ხშირად იკრიბება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ტურნირისთვის გავიზარდეთ და გვჭირდება სხვა ასპარეზი. ხვალ ესპანეთთან ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, ყველას უნდა დავანახოთ, თუ რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს.

- რამდენად ოპტიმალური შემადგენლობით ვართ ხვალინდელი მატჩისთვის და ეს არის თუ არა ოპტიმალური მსოფლიო ჩემპიონატისთვის?
- რთული ამაზე პასუხის გაცემა, გვაკლია მოთამაშეები და არის რაღაც ტრავმები. ეს არის ამჟამად ყველაზე ოპტიმალური შემადგენლობა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონამდე 18 თვეა და ჯერ ადრეა ამაზე საუბარი.

მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონატზე ავტომატურად გავინაღდეთ მოხვედრა, გუნდი ემზადება შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატისთვის. სანაკრებო შტაბში დავიმატეთ ორი პროფესიონალი სრულ განაკვეთზე და ნაკრები არის დაკომპლექტებული იმ სპეციალისტებით, ვინც აუცილებლად გვჭირდება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ნაკრების პროგრესისთვის გვესაჭიროება მეტი ფინანსური მხარდაჭერა. ჩვენს ნაკრებს ჰყავს ბევრი მხარდამჭერი, თუმცა ჩვენ იმ სიმაღლეზე ავედით, რომ უფრო მეტი მხარდაჭერა გვჭირდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-ესპანეთის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩი 3 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია "იმედი" განახორციელებს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
რომელ ტ2 გუნდებს ვუგებდით მელიტონამდე? რუმენთს ვუგებდით ხოლმე, ისიც ხანდახან... არ ვამბობ მელიტონმა აგვაშენათქო, მარა იმის თქმა რო არაფერი შეგვმატა, სულ მინიმუმ უმადურობაა
elguja
14:30 02-03-2018
0
რომელი ესპანეთის განვითარებაზეა საუბარი :დ ? საფრანგეთიდან გადატენილი მოთამაშეებით ყომარობენ მანამდე არგეტინელებით ცდილობდნენ ფონს გასვლას ბოლოს და ბოლოს უბრალოდ შეთამაშდნენ აადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა მომავალ წლებში კიდევ უფრო მოუმატებენ მაგათ არც ფინანსები აკლიათ და არც მაღალი დონის შტაბის მოყვანა გაუჭირდებათ.მილტონ ჰეიგის ქვეშემდომობით ვითარდება მთლიანად ჩვენი რაგბი ეს არ ეხება ეროვნულს ეს ეხება მთლიანად საქართველოს რაგბს ეს უბრალოდ თვალსაჩინოა .ეროვნულს რაც შეეხება მუდმივად როტაციას მიმართავს თითქმის ყველას ათამაშებს რაც რათქმა უნდა ხარისხზე აისახება მაგრამ რამოდენიმე წელიწადში ისეთი რეზერვი გვეყოლება რომ დანაკლისზე საერთოდ არ მოგვიწევს ფიქრი ძალიან სწორად ვითარდება ყველაფერი, ხარისხი მომავლში აუცილებად გამოსწორდება მე პირადად თანამედროვე რაგბს ველი ბევრი ხელით და ფეხით თამაში არეკლი რაც ძალიან გვჭირდება ბობოლა გუნდებთან წერტილი.
თორნიკე
16:55 02-03-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული