ხვალ "ბორჯღალოსნები" ღია ვარჯიშს ჩაატარებენ

AutoSharing Option
რაგბი ევროპის 2018 წლის მეოთხე ტურის მატჩში "ბორჯღალოსნები" კრასნოდარში რუსეთს ერკინებიან. შეხვედრა 10 მარტს, საქართველოს დროით 16 საათზე გაიმართება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია "იმედი" შემოგვთავაზებს.

საქართველოს ნაკრები კრასნოდარში 8 მარტს საღამოს მიემგზავრება, ხოლო დილის 10 საათზე "შევარდენის" სტადიონზე ტრადიციულ ღია ვარჯიშს გამართავს.

ღია ვარჯიშზე დასწრება ყველა გულშემატკივრისთვის თავისუფალია.

მედია წარმომადგენლების საყურადღებოდ: ღია ვარჯიშის გადაღება ნებადართულია მხოლოდ პირველი 15 წუთის განმავლობაში, ინტერვიუების ჩაწერა დაგეგმილია ვარჯიშის დამთავრებისთანავე.

შეგახსენებთ, რუსეთის მატჩის შემდეგ, 18 მარტს, 16 საათზე, ბორჯღალოსნები "დინამოზე" ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ მეტოქეს, რუმინეთს
ანთიმოზ ივერიელის და რაგბი ევროპის ჩემპიონატის თასების დასაბრუნებლად ერკინებიან.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული