"ბორჯღალოსნები" რუსეთის ნაკრებთან პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდებიან

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში სტუმრად რუსეთთან მარცხდება.

პირველი 15 წუთი რუსებმა აქტიური წინააღმდეგობა გაუწიეს "ბორჯღალოსნებს" და ანგარიშის გახსნაც მოახერხეს. მასპინძლებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს და ანგარიში თავის სასარგებლოდ 3:0 გახადეს.

24-ე წუთზე კი ქართველები დაწინაურდნენ. ლელოს ავტორი ანტონ ფეიქრიშვილი გახდა, ხოლო სოსო მათიაშვილმა გარდასახა და ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ 7:3 გახდა.

ამის შემდეგ კი "ბორჯღალოსნების" თამაში გაუარესდა და ბევრ შეცდომებს უშვებდნენ. 29-ე წუთზე რუსებმა კვლავ ზუსტად დაგვირტყეს ჯარიმა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს 6:7.

ტაიმის ბოლო წუთებზე კი მასპინძლებმა კიდევ
ერთი ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს და ანგარიშში დაწინაურდნენ - 9:7.
მკითხველის კომენტარები / 5 /
2 წლის უკან როცა ახალ ზელანდიას ვეთამაშებოდით, ჩვენზე მეტი შეცდომები მათ დაუშვეს. იმიტომ რომ ძლიერი სუსტთან ვერ თამაშობს. საქართველო ახალ ზელანდიასთვის კიდევ ძლიერი იყო. ჩენთვის რუსეთი, ესპანეთი ძალიან სუსტია. ჩვენი მაქსიმუმი უკვე გავიღეთ, წლები არ ვაგებთ, ვანადგურუებთ ხშირად მოწინააღმდეგეებს. რუმინეთის და საქართველოს ადგილი არის შუა გულ ევროპის ტოპ_5 ნაკრების წინააღმდეგ. კაცი უელსის აწიოკებას რომ უყურებს და გერმანიას და ბელგიას ეთამაშება. ხოო მართლა, გილოცავთ წინასწარ რუსეთთან გამარჯვებას.
კახელი
16:58 10-03-2018
1
ეს ეხლა თამაშს გავს? გეგონება ოვალურ ბურთს პირველად ხედავენ
kverna
16:55 10-03-2018
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული