პირველი ნახევრის შემდეგ, ქართველები მეტოქეს 10:6 ამარცხებენ.
ჯარიმიდან მე-7 წუთზე ზუსტი დარტყმა სოსო მატიაშვილმა შეასრულა. მე-11 წუთზე რუმინელებმა საპასუხო ჯარიმა გაგვიტანეს.
22-ე წუთზე ლელოს ავტორი ლაშა ლომიძე გახდა. გარდასხვა კი ზუსტად სოსო მატიაშვილმა შეასრულა.
ბოლო წუთზე კი რუმინელებმა კიდევ ერთი ჯარიმა გაგვიტანეს და პირველი ნახევარი 10:6 დასრულდა.