"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი 25:16 დაამარცხეს და მეათედ გაიმარჯვეს ერთა თასზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 მარტს რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში "ბორჯღალოსნებმა" პირთამდე სავსე "დინამო არენაზე" რუმინეთი 25:16 დაამარცხეს და ტურნირზე ხუთივე მატჩში გაიმარჯვეს.

ჯარიმიდან მე-7 წუთზე ზუსტი დარტყმა სოსო მათიაშვილმა  შეასრულა. მე-11 წუთზე რუმინელებმა საპასუხო ჯარიმა გაგვიტანეს.

22-ე წუთზე ლელოს ავტორი ლაშა ლომიძე გახდა. გარდასხვა კი ზუსტად სოსო მათიაშვილმა შეასრულა.

ბოლო წუთზე კი რუმინელებმა კიდევ ერთი ჯარიმა გაგვიტანეს და პირველი ნახევარი 10:6 დასრულდა.

მეორე ტაიმში ანზორ სიჭინავამ ლელო დადო, მათიაშვილმა გარდასახვა შეასრულა - 17:6. შემდეგ მანვე ჯარიმა ზუსტად შეასრულა - 20:6. კარლენ ასეიშვილმა
ლელო დადო, გარდასახვა მათიაშვილმა ვერ გამოიყენა - 25:9.

ბოლოს სტუმრებმა ლელო დადეს და გარდასახვა გამოიყენეს და იმის შეტყობით, რომ ბელგიამ ესპანეთი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდნენ, ამ მატჩში დამარცხებულებმა გახარებულებმა დატოვეს მოედანი.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები კი ჩემპიონი გახდა და ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი დაიბრუნა. "ბორჯღალოსნებმა" მეათედ გაიმარჯვეს ერთა თასზე.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ კოკი თხილაიშვილი აღიარეს.

აღსანიშნავია, რომ ქართველი მორაგბეები მატჩზე თეთრი მაისურებით გამოვიდნენ, რომელზეც ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის გვარი ეწერა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
დავიღალეთ კვირიკაშვილის სისულელეებით, დასვით სკამზე როდემდე უნდა გვიშალოთ ნერვები ვინ ხართ თქვენ ვაა!!
halagaji
19 მარტი 2018 12:21
2
რაღაც ძაან საეჭვოდ წააგო ესპანეთმა ბელგიასთან. დავიჯერო მართლა კიდევ რამეს ჰქონდა ადგილი? უბრალოდ გუნდმა ხალხი დაიმატა, რუსეთს რუმინეთიც მიაყოლა და ბელგიასთან წააგო? მართლა არ არის ლოგიკა
გგგ
18 მარტი 2018 22:37
2
რაღაც არ ჩანან კრიტიკოსები....კრიტიკა, კრიტიკა სად არის:)))))
ზაზა
18 მარტი 2018 19:56
6
კრიტიკა ვერ დადენ :)

ისე, ბოლო ლელო რომ არ გაგვეშვა, 15 ქულაზე მეტით მოვიგებდით და შესაბამისად, რეიტინგში 0.16–ის ნაცვლად 0.24 ქულას შევიმატებდით. დიდი არაფერი, მარა მაინც...
მერაბი
18 მარტი 2018 21:48
0
გამარჯვება რა თქმა უნდა ყოველთვის სასისამოვნოა ნებისმიერი ანგარიშით. ასევე კრიტიკაც არაა სასიამოვნო, მაგრამ თუ ჩვენ სასწრაფოდ არ გამოვასწორეთ დერეფანში თამაში, ძალიან გაგვიჭირდება მსოფლიოზე. ზოგადად დიდი პრობლემაა მეორე ხაზში - დაშავდა მიქაუტაძე და გამოჩნდა როგორც გვიჭირს. შერკინებაშიც გაგვიჭირდა, რაც აშკარად მოსახვედრია თვალში. იმედია, მწვრთნელები იმუშავაბენ ამაზე
გგგ
19 მარტი 2018 13:26
0
ზაზას, კრიტიკა რომ ცუდი გგონია იმიტომ ვართ კარგად
Mt
18 მარტი 2018 22:20
0
ვულოცავ ქართული რაგბის ყველა გულშემატკივარს ამ გამარჯვებას! თამაშის ხარისხი...იმედია დროულად გამოვასწორებთ შეცდომებს!
რაც შეეხება რუმინელების გასვლას მსოფლიოზე: ასეთი მიკერძოებული მსაჯობა რაგბში ალბათ იშვიათად თუ მომხდარა. რაგბში გუნდის მსაჯისკენ გაწევა მე არ მინახავს. რუმინელმა მსაჯმა ფაქტიურად წააგებინა ესპანეთს.
პაატა
19 მარტი 2018 09:57
1
ოე ადმინ,სტალინის დროს არ ყოფილა ალბათ ასეთი ცენზი!!!!
mt
19 მარტი 2018 14:08
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული