"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი 25:16 დაამარცხეს და მეათედ გაიმარჯვეს ერთა თასზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 მარტს რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში "ბორჯღალოსნებმა" პირთამდე სავსე "დინამო არენაზე" რუმინეთი 25:16 დაამარცხეს და ტურნირზე ხუთივე მატჩში გაიმარჯვეს.

ჯარიმიდან მე-7 წუთზე ზუსტი დარტყმა სოსო მათიაშვილმა  შეასრულა. მე-11 წუთზე რუმინელებმა საპასუხო ჯარიმა გაგვიტანეს.

22-ე წუთზე ლელოს ავტორი ლაშა ლომიძე გახდა. გარდასხვა კი ზუსტად სოსო მათიაშვილმა შეასრულა.

ბოლო წუთზე კი რუმინელებმა კიდევ ერთი ჯარიმა გაგვიტანეს და პირველი ნახევარი 10:6 დასრულდა.

მეორე ტაიმში ანზორ სიჭინავამ ლელო დადო, მათიაშვილმა გარდასახვა შეასრულა - 17:6. შემდეგ მანვე ჯარიმა ზუსტად შეასრულა - 20:6. კარლენ ასეიშვილმა
ლელო დადო, გარდასახვა მათიაშვილმა ვერ გამოიყენა - 25:9.

ბოლოს სტუმრებმა ლელო დადეს და გარდასახვა გამოიყენეს და იმის შეტყობით, რომ ბელგიამ ესპანეთი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდნენ, ამ მატჩში დამარცხებულებმა გახარებულებმა დატოვეს მოედანი.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები კი ჩემპიონი გახდა და ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი დაიბრუნა. "ბორჯღალოსნებმა" მეათედ გაიმარჯვეს ერთა თასზე.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ კოკი თხილაიშვილი აღიარეს.

აღსანიშნავია, რომ ქართველი მორაგბეები მატჩზე თეთრი მაისურებით გამოვიდნენ, რომელზეც ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის გვარი ეწერა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
აი გარემო აი გულშემატკივრობა აი სიხარული და აი წარმატება!!!!გაუმარჯოს ჩვენ ნაკრებს და რაგბს,რომელიც ასე აერთიანებს და ახარებს ქართველ ხალხს!!!
Sport faza
18:58 18-03-2018
1
ხოლო რაც შეეხება ბელგია ესპანეთის მატჩს--ეს იყო მსაჯობის საშინელება...ალბათ მსაჯი უკვე დაბრიდეს ესპანელებმა...თან რუმინელი იყო
Sport faza
19:01 18-03-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული