"იმ მომენტში რაღაც ხდება ქართველი მორაგბეების ფსიქოლოგიაში, საკუთარ ტერიტორიას თავგანწირვით იცავენ"

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- საქართველოს ნაკრებმა ტურნირში ორი ლელო გაუშვა. ქულებიც ცოტა ააღებინა მეტოქეებს. დაცვაში თითქმის ყველაფერი წესრიგშია. იმავეს ვერ ვიტყვით შეტევაში თამაშისას...
- რა თქმა უნდა, ჩვენი შეტევა იმ დონეზე არ არის, რა სიმაღლეზეც დაცვაა და ამ მიმართულებით რიჩი გრემს ბევრი სამუშაო აქვს. თანაც, ამ ყველაფერს ობიექტური ახსნა აქვს.

ამასთან ერთად, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საკუთარი ლელოდან ხუთ მეტრში ჩვენი გუნდის დაცვა საუკეთ
ესოა მთელ მსოფლიოში. ეს გენეტიკურია. იმ მომენტში რაღაც ხდება ქართველი მორაგბეების ფსიქოლოგიაში, საკუთარ ტერიტორიას თავგანწირვით იცავენ და ამაში ჩვენს ბიჭებს ვერავინ სჯობნის.

თანაც, ქართველი მორაგბეები ფიზიკურად ძლიერები არიან. უყვართ მეტოქის შებოჭვა, "გვერდებში მორტყმა". 2015 წელს ტონგასთან 200-ზე მეტი ბოჭვა გავაკეთეთ. ეს ყველაფერი სისხლში აქვთ ჩვენს ბიჭებს.

შეტევა უფრო კომპლექსური და რთულია. ჩვენ არ გვყავს ახალი ზელანდიის ნაკრებისავით სწრაფი მოთამაშეები, რომლებზეც გუნდი თამაშს ააწყობს. ამიტომ ვაყალიბებთ თამაშის ისეთ სისტემას, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს ხელთ არსებულ კონტინგენტს, თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენოს.

საჭიროა, ეს სტრუქტურა შეიკრას და ავტომატიზმამდე დავიდეს, რათა შეტევის დროს ყველა იმ ადგილას იმყოფებოდეს, სადაც მისი ყოფნაა აუცილებელი. ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია და მის დახვეწას დრო სჭირდება.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული