სკანდალი რუმინეთსა და ბელგიაში: "ბორჯღალოსნებს" შესაძლოა ტიტული დაუბრუნონ

AutoSharing Option
ფოტო: rugby.ge - გოგიტა ბუხაიძე

გამოცემა rugger.info-ს ინფორმაციით, რუმინეთის მორაგბეთა ნაკრებს შესაძლოა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება და რაგბი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ტიტული ჩამოართვან.

გამოცემის წყაროს ცნობით, ამის მიზეზი რუმინეთის ნაკრების წევრი სიონე ფაკაოსილეა.

ტონგელმა მორაგბემ რუმინეთის ნაკრებში სადებიუტო მატჩი 2017 წელს ჩაატარა. მანამდე ის რუმინეთში სამი წელი ცხოვრობდა.

მთავარი კითხვა აქ ისმის - ჰქონდა თუ არა მას რუმინეთის ნაკრებში გამოსვლის უფლება?

სიონე ფაკაოსილეა 2013/14 წლებში, მსოფლიოს სერიის დროს, რომელიც 12-13 ოქტომბერს ჩატარდა, ტონგის 7-კაცა ნაკრებში ირიცხებოდა.

Sportall.Ge

მსოფლიოს
სერია World Rugby-ს ოფიციალური ტურნირია. შესაბამისად, ტონგელს არ შეეძლო ასე უცებ მოქალაქეობის და ნაკრების შეცვლა.

მსგავსი პრეცედენტი უკვე ყოფილა, მაშინ რუსეთის ნაკრებში იმავე გზით ანტონ რუდო მოხვდა და მაშინ რუსეთის მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს 2003 წლის თასის კვალიფიკაციიდან მოხსნეს.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რუმინეთის რაგბის კავშირმა ან ნატურალიზებული მორაგბეების წესი არ გაითვალისწინა და უბრალოდ არ იცოდა, რომ ფაკაოსილეა 7-კაცაში თამაშობდა.

თუმცა, rugger.info-ს ცნობით, ერთი ნიუანსი არსებობს, რუმინეთის სუპერლიგის საიტზე ტონგელის დაბადების თარიღი itsrugby.co.uk-სა და worldrugby.org-ის საიტების თარიღს არ ემთხვევა და სხვაობა ერთი თვეა. შესაძლოა, ეს სხვადასხვა მორაგბე იყოს, ერთი და იმავე სახელითა და გვარით.

მაგრამ თუ გამოვლინდა, რომ ეს ერთი და იგივე ადამიანია, მაშინ რუმინელებს რაგბი ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე საქართველოსთან, რუსეთთან და ბელგიასთან წაგება ჩაეთვლებათ და ასევე 2018 წლის ტურნირის ყველა თამაშზე.

ასეთ შემთხვევაში საქართველო რაგბი ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის ტიტულს მიიღებს, რომელიც აქამდე რუმინეთს ეკუთვნოდა, ხოლო რუსეთი პირდაპირ მსოფლიოს 2019 წლის თასზე გავა.

თუმცა არსებობს ალტერნატიული ვარიანტიც - რუმინეთს მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპიდან მოხსნიან. ამ შემთხვევაში კვალიფიკაციაში მონაწილეობას ესპანეთი მიიღებს.

გამოცემის თქმით, ყოველ შემთხვევაში, ეს შემთხვევა რუმინული რაგბის იმიჯზე დიდი დარტყმა იქნება.

თანაც, ბელგია-ესპანეთის მატჩზე მომხდარი ინციდენტიც რუმინელების სასიკეთოდ არ მოქმედებს.


გარდა ამისა, ამავე გამოცემის ინფორმაციით, ნატურალიზების წესების დარღვევას რაგბი ევროპის ჩემპიონატის მონაწილე სხვა ქვეყნებშიც ჰქონია ადგილი.

კერძოდ კი, საუბარია ბელგიის ნაკრებზე, სადაც 10 არაბელგიური წარმოშობის მორაგბე თამაშობს.

Sportall.Ge

პირველი, ვისზეც ეჭვი გაჩნდა, ვიკტორ პაკეა, რომელიც ადრე საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა.

L'Union-თან ინტერვიუში პაკემ თქვა:

"ბელგიის ნაკრების თავკაცმა გაიომ აიაკმა დამირეკა და მკითხა, ბელგიური წარმოშობა ხომ არ მქონდა. მე ვუპასუხე, რომ დიდი ბებია წარმოშობით ბელგიიდანაა".

World Rugby 8.1(b)-ს წესით თანახმად, მოთამაშეს შეუძლია ნაკრების ღირსება იმ შემთხვევაში დაიცვას, თუ მისი ბებია ან ბაბუა ამ ქვეყანაში დაიბადა და თუ მას სხვა ნაკრების მაისურით არ უთამაშია. მაგრამ წესით მიხედვით, ნატურალიზება არ ხდება დიდი ბებიისა და ბაბუის ყოლის შემთხვევაში.

პაკეს გარდა კი ერთბაშად 9 მორაგბის ვინაობა დასახელდა, რომლების გამოსვლის უფლება ბელგიის ნაკრებში საეჭვოა. ესენი არიან: გიიომ მორტიე, ვენსან ჰარტი, ტომას უოლრაფი, ბასტიენ გაიარი, ტომ ჰერენგერიმ, ვენსან ტოზია, ტომას ვერვურტი, ჯეიმს პირსი და ოლივერ კლაკსტონი. ყველა ეს მორაგბე შესაძლოა, არასწორი წესით ყოფილიყო ნატურალიზებული და ყალბი პასპორტები ჰქონდეთ.

არც ერთი მათგანი ბელგიაში არ დაბადებულა და ადგილობრივ ჩემპიონატში არ უთამაშია. არც მათ მშობლებს, ბებიებს და ბაბუებს არ უცხოვრიათ ბელგიაში, - წერს rugger.info.
მკითხველის კომენტარები / 22 /
ჩემი აზრით რაგბის და ფეხბურთის შედარება უაზრობაა,მათი განვითარების მასშტაბებს თუ გადავხედავთ.რაგბი ჯერ არაა განვითარებული,რომ იძახით უმაღლეს დონეზე 10 ნაკრები თამაშობსო,რომელი ათი ნაკრები ახალ ზელანდიასთან ნებისმიერს მიზერული შანსი აქვს მოგების.ფეხბურთში ასე არაა.ძლიერი და პირველი სპორტი მაშინ იქნება რაგბი საქართველოში როცა მათ სტაბილურად ეთამაშება და წინასწარ არ იქნება განწირული წაგების თვის მაღალი ეშელონის გუნდებთან.ფეხბურთელებიც რომ თამაშობდნენ სულ გიბრალტართან ლიხტენშტეინთან სან მარინოსთან ესენიც სულ პირველზე იქნებიან.
მერო
21:37 28-03-2018
8
ვაჟკაცური სპორტიაო მაგარია :დ მაგრად ვიცინე. რომელია ერთი ლგბტ სპორტი თუ ძმა ხარ.
ოოოოოო
12:34 28-03-2018
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული