ბოლო ორ წელიწადში ბორჯღალოსნები ოკეანეთში მეორედ გაემგზავრნენ. 2016 წლის ტურნე ჩვენი გუნდისთვის წარმატებული აღმოჩნდა. აპიაში სამოასთან ფრედ დამთავრებული (19:19) მატჩის შემდეგ, მილთონ ჰეიგის შეგირდებმა სუვაში ტონგას 23:20, ხოლო მასპინძელ ფიჯის 14:3 მოუგეს.
განახლებული ფორმატით
‘მსოფლიო რაგბის’ გადაწყვეტილებით, წელს საქართველო ტონგასთან, ფიჯისთან და სამოასთან ერთად, ‘წყნარი ოკეანის თასისთვის’ ითამაშებს. ეს პირველი შემთხვევაა,
9 ივნისს, საქართველოს დროით დილის 5 საათზე ტონგას ვეთამაშებით. ამავე დღეს, 7:30 საათზე ფიჯი სამოას შეხვდება; 16 ივნისს ტონგა სამოას ერკინება, ხოლო საქართველო 7:30 საათზე მასპინძელ ფიჯის ეთამაშება.
ტურნირზე მოქმედებს ბონუს-სისტემა: გამარჯვებისთვის გუნდი 4 ქულას იღებს, ფრეს შემთხვევაში- 2, ხოლო მეოთხე ლელოს გატანისა და 8-ზე ნაკლები ქულით მარცხისთვის ერთ ბონუს-ქულას.
თუ ორი ტურის შემდეგ ორ გუნდს თანაბარი ქულები დაუგროვდება, უპირატესობა პირისპირ მოგებას მიენიჭება.
‘წყნარი ოკეანის თასის’ დასრულების შემდეგ, ბორჯღალოსნები იაპონიაში გადაინაცვლებენ და 23 ივნისს, საქართველოს დროით 9:45 საათზე, ტოიოტაში მასპინძელ იაპონიას შეხვდებიან. შგახსენებთ, რომ 2019 წლის მსოფლიო თასის პირველ ტურში, ჩვენი გუნდი სწორედ ტოიოტაში უელსს ერკინება.
კუნძულებზე 32 მორაგბით
მილთონ ჰეიგმა მომავალი სამი შეხვედრისთვის 32 მორაგბე იახლა. იმ მორაგბეთაგან, რომლებმაც გუშინ ‘ფრანგი ბარბაროსების’ წინააღმდეგ ითამაშეს, კუნძულებზე 24 მიდის. ხაზის მოთამაშეებიდან მათ ემატებიან დავით კაჭარავა, ლაშა მალაღურაძე და გიორგი ბეგაძე, ხოლო მორკინალებიდან კახა ასიეშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, ლევან ჩილაჩავა, კოტე მიქაუტაძე და ვიტო კოლელიშვილი.
კუნძულებზე ორი წლის წინ არ იმყოფებოდნენ და წელს ითამაშებენ: ბექა წიკლაური, სოსო მათიაშვილი, ანზორ სიჭინავა, გიორგი კვესელაძე, რევაზ ჯინჭველაშვილი, ვასილ ლობჟანიძე, გიორგი თეთრაშვილი, გიორგი ჭყოიძე, გიორგი მელიქიძე, ლევან ჩილაჩავა, კოტე მიქაუტაძე, ვიტო კოლელიშვილი, ოთარ გიორგაძე, გიორგი ცუცქირიძე, მიხეილ გაჩეჩილაძე და გურამ შენგელია.
ტრავმას იშუშებს და ნოემბრამდე ვერ ითამაშებს მერაბ შარიქაძე, თუმცა როგორც გუნდის კაპიტანი, ის ფიჯისა და იაპონიაში ბორჯღალოსნებთან ერთად იქნება.
მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით