საიტმა Fijisun.com.fj "ბორჯღალოსნების" შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს ნაკრების მწვრთნელი მილტონ ჰეიგი ამბობს, რომ ფიჯისთან მატჩს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად გამოიყენებს.
2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველო D ჯგუფში ავსტრალიასთან, ურუგვაისთან, უელსსა და ფიჯისთან ერთად იასპარეზებს.
"აქამდე ჩამოსასვლელად 37 საათი დაგვჭირდა და მსოფლიოს სულ სხვა მხარეს აღმოვჩნდით. "ფრანგ ბარბაროსებთან" კარგად გავხურდით და ჩვენი პროგრესით მოხარული ვარ", - ამბობს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი მილტონ ჰეიგი.
მისივე თქმით, ფიჯისთან თამაში რთული იქნება, თუმცა ისინი ამ
"ჩვენ აქ 2 წლის წინაც ვიყავით და კარგი შედეგი დავაფიქსირეთ, როდესაც 14:3 გავიმარჯვეთ. ვეცდებით, იგივე შედეგი გავიმეორეთ".
ჰეიგი ამბობს, რომ გუნდის მორაგბეების ნახევარი მონაწილეობას 2 წლის წინანდელ მატჩშიც იღებდა.
"ჩვენს მოთამაშეებს, რომლებმაც 2016 წელს ფიჯიზე ითამაშეს, კარგი მოგონებები აქვთ და იმედი მაქვს, ახალწვეულებს ამ გამოცდილებას გაუზიარებენ".
საქართველოს ნაკრები ოკეანეთის თასზე პირველად ითამაშებს.
"ეს იქნება გენერალური რეპეტიცია მსოფლიო ჩემპიონატზე ფიჯისთან თამაშის წინ და ვიცით, რომ ჩვენი მომავალი მეტოქეც ამ მატჩს ასე უყურებს".
პირველად ვთამაშობთ წყნარი ოკეანეთის თასზე და არაა საჭირო, იყო ალბერტ აინშტაინი, რათა მიხვდე, რომ აქ ყველაზე რთული მეტოქე ფიჯი იქნება", - ამბობს მილტონ ჰეიგი.
"ბორჯღალოსნები" წყნარი ოკეანის თასზე 9 ივნისს ტონგას, 16 ივნისს კი მასპინძელ ფიჯის ერკინებიან.
23 ივნისს, ტურნეს ბოლო მატჩში "ბორჯღალოსნები" იაპონიას "ტოიტა სთედიუმზე" ეთამაშებიან, იქ, სადაც 2019 წლის მსოფლიო თასზე უელსს ვხვდებით.
ოკეანეთის ტურნეს პირველი მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია