იაპონია - საქართველო 28:0 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 ივნისს, ტოიოტაში  "ბორჯღალოსნებმა" 2018 წლის ზაფხულის დასკვნითი ტესტ-მატჩი იაპონიასთან 0:28 წააგეს.

შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და საჯარიმოთი ანგარიში გახსნეს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრებმა  სველ მოედანზე გადაკიდებებით სცადა იერიშების მიტანა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო.

მე-16 წუთზე იაპონიამ საჯარიმო გააცუდა.  მე-18 წუთზე მსაჯმა ვიტო კოლელიშვილი გააძევა, საჯარიმო კი მეტოქემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გამოიყენა. ვერ გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობაც. სამაგიეროდ 32-ე წუთზე საჯარიმოთი ანგარიში 6:0 გახადა. მერე მერაბ კვირიკაშვილმა საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა. იაპონელებმა ბოლოს ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენეს და
პირველი ტაიმი 9:0 მოიგეს.

იაპონიამ ტაიმი 3 რეალიზებული საჯარიმოთი მოიგო და არც ერთი გუნდი ლელოს გატანასთან ახლოსაც არ ყოფილა.

შესვენების მერე იაპონელები უპირატესობას დაეუფლნენ,  2 ლელო დადეს, გარდასახვებშიც უნაკლონი იყვნენ და სერიოზული უპირატესობა მოიპოვეს - 23:0. თან, გიორგი ნემსაძემ ტრავმა მიიღო. შემდეგ მსაჯებმა არჩასათვლელი ლელო ჩათვალეს, ხოლო მეტოქემ გარდასახვის რეალიზება ვერ მოახერხა.

მოკლედ, მოწინააღმდეგემ საქართველოს ნაკრები დაჯაბნა და დამსახურებულად გაიმარჯვა. სამწუხაროა.
მკითხველის კომენტარები / 107 /
რა შუაშია ბურთის ხელიდან გავარდნა და რაგაცეები,ნაკრების სათამაშო ტაქტიკა მოგწონთ? მწვრთნელი რომ გილაგებს თამაშს სწორად,მაშინ მოთამაშეებმაც იციან რა გააკეთონ და ნაკლებ შეცდომებს უშვებენ
მთ
23 ივნისი 2018 16:06
5
ტაქტიკამდე უნდა მიხვიდე, ვეტერან მოთამაშეს ბურთის დაჭერა უნდა შეეძლოს, ყოველ წუთში არ უნდა უვარდებოდეს

ნახეთ ცანაწერი ტავიდან და ნახავთ რამდენჯჯერ დააგდეს ბურთი - სირცხვილია
გიორგი
23 ივნისი 2018 16:10
1
კრიტიკა გასაგებია, მაგრამ არა ბრტყელი ფრაზები, მგონი უკანა ხაზის გამოწრთობას ეთმობა უკვე დიდი დრო (ბევრი თამაში) და გასაგებია ჩავარდნები და უხერხულობა თამაშში. წაგება საწყენია, მაგრამ ისტერიკა უსაფუძვლოა.
Android
23 ივნისი 2018 15:34
13
ხო მართალი ხარ - "ძალიან მეწყინა 28:0 წაგება, მაგრამ არაუშავს უკანა ხაზი ვარჯიშობდა". ადექვატურია ახლა ეს რეაქცია?
???
23 ივნისი 2018 16:04
0
რაღაც ისეთი იცი, რაც ჩვენ არ ვიცით ალბათ.სიტყვა ისტერიკას მნიშვნელობა გაიგე ჯერ
მთ
23 ივნისი 2018 15:58
0
ჩემი აზრით რაგბიში მაინც გადამწყვეტი ფიზიკური ძალა და გამძლეობაა რაშიც ყოველთვის ვჯაბნიდით მოწინააღმდეგეებს, თუმცა ამ ბოლო თამაშებში ყველამ დაგვჯაბნა, აშკარად უკან მიდის ნაკრები და თუ სასწრაფოდ არ შეიცვალა რამე უფრო სუსტებიც კი დაგვამარცხებენ, აღარაფერს ვამბობ იტალიაზე რომელსაც თუ ამ შემადგენლობით ვეთამაშეთ უბრალოდ გაგვანადგურებს
nik
23 ივნისი 2018 15:31
0
არაუშავს 21 წლამდელების იმედიმაქ მე
.
23 ივნისი 2018 15:20
3
არაუშავს 21 წლამდელების იმედიმაქ მე
.
23 ივნისი 2018 15:20
2
პასებს ვერ აკეთებდნედ, ლელოს თეორიული შანსიც კი არ ქონიათ, დერეფნებს აგებდნენ, გადააგდე გადმოაგდე იყო და შერკინებაც კი ძალიან ცუდი, მაგრამ ზუსტაე ეს ბიჭები გავიდნენ უელსთან მოსაგებად და კინაღამ მოიგეს და კიდე ბევრი თამაში ღირსეულად ითამაშეს, საქმე გვაქვს ან უვარჯიშებლობასთან (კლუბებში უთამაშებლობაც ), ან შიდა სამზარეულოშია არეულობა, იმას ვერც გავიფიქრებ რომ დაიკიდეს როგორც ფეხბურთელებს ჩვევიათ ხოლმე, ფაქტია იგივე გუნდია და შედეგი კატასტროფა
zorbegi
23 ივნისი 2018 15:14
1
სამწუხაროდ ძალიან უკან დავიხიეთ მსოფლიოს მერე, და ეს ყველა მატჩში ჩანდა, უბრალოდ ხან გვიმართლებდა, ხან თავს არ ვუტყდებოდით
a
23 ივნისი 2018 15:14
0
ჩვენი ნაკრების წამყვანი მოთამაშეები:
1. ბურთს ვერ იჭერენ ხელში
2. პასს ვერ აკეთებენ
3. ვერ დარბიან
4. ბურთზე ორიენტაციია არ უვარგათ
5. ყოველ თამაშზე 1-3 მოთამაშე სინბინდება - გავაგრძელოთ?

და ეს ელემეტების წამყვან მოთამაშეს ნაკრებში უნდა ასწავლოს მწვრთელმა? ეს ბავშვობაში უნდა უნდა ესწავლათ ახლა უკვე გვინაა,,,

თავის მოტყუებაა ამ პრობლემის ნაკრების მწვრთნელზე გადაკისრება და იგივე შედეგს მივიღებთ ვინც არ უნდა მოვიწვიოთ.

zaza
23 ივნისი 2018 14:57
2
ხო მაგრამ უკეთესად ხო თამაშობდნენ?
ბევრად დამაჯარებლები, აგრესიულები და ჯიგრიანები ხო იყვნენ?
ბევრად ნაკლები შეცდომები ხო მოსდიოდათ?
ეხლა ხომ გვაქვს რეგრესი?
ე.ი რაღაცა ხდება ცუდი ხო, 1 წელიწადში ხო არ დაავიწყდათ თამაში. რაღაც სხვაშია საქმე.
zura
23 ივნისი 2018 15:21
3
სამწუხაროა, მაგრამ უნდა ვაღიარო საქართველო მართლაც ნოლი იყო ამ თამაშში და შედეგიც ადეკვატური იყო. ექსპერიმენტებით ამის გამართლება არ შეიძლება, სამსოფლიოჩემპიანოტოდ გუნდი უკვე დაყენებული უნდა იყოს და იხვეწებოდეს ეს კი სრული აბდაუბდა იყო რაც მოედანზე ხდებოდა. ახალი მწვრთნელია მოსაძებნი სანამ კიდე დროა. ჰეიგს კი მადლობა შესრულებული სამუშაოსთვის და უნდა დავემშვიდობოთ.
irakli81
23 ივნისი 2018 14:57
3
რატომღაც ერთი ამბავი ატეხეთ ჩემ კრიტიკულ მაგრამ სწორ კომენტარზე როცა ვთქვი რომ რაღაც დონემდე მივედით და ეხლა უკვე სხვა დონის მწვრთნელი გვჭირდება რათქმაუნდა არ ვუკარგავ ჰეიგს გაწეულ სამუშაოს მაგრამ რამდენი ხანი უნდა ვტკეპნოთ ერთი ადგილი?!
svan
23 ივნისი 2018 14:45
4
იმიტომ რომ ჰეიგის საქმე არ არის რაგბის ელემენტების სწავლება ვეტერანი მორაგბისთვის - მაგალითად პასი ან ბურთის დაჭერა.

ის ახალი მწვრთნელი ამით უნდა დაკავდეს?
გიორგი
23 ივნისი 2018 15:02
1

სიახლეები პოპულარული