საქართველო მსოფლიოს რაგბის რეიტინგში მე-13 ადგილზე დაქვეითდა

AutoSharing Option
World Rugby-მ საზაფხულო ტესტ-მატჩების შემდეგ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა და სამწუხაროდ, საქართველო მეთორმეტედან მეცამეტე ადგილზე დაქვეითდა.

იაპონიასთან 0:28 წაგებით "ბორჯღალოსნებმა" 1.05 ქულა დაკარგეს, ტონგამ გადაასწრო და იტალია წამოეწია, რომელიც ახლა მხოლოდ 0.57 ქულით ჩამოგვრჩება.

ფიჯისთან მოგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები პირველად შევიდოდა პირველ ათეულში.

"ბორჯღალოსნებმა" ზაფხულის სერია 2 მოგებით და 2 წაგებით დაასრულეს, ტონგასთან, ფიჯისთან და იაპონიასთან მეორე ტაიმები საერთო ანგარიშით 3:55 წაააგეს და უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში პირველად დამარცხდნენ მშრალი ანგარიშით.

Sportall.Ge

altიაპონია - საქართველო 28:0 [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 19 /
კომენტარებში "ქართულზე" ხაზგასმა რა საჭიროა ვერ ვხვდები?! კრიტიკა და საყვედურები აშკარად სამართლიანია! ყველა ქვეყანაში და ნებისმიერ სპორტულ სახეობაში მსგავსი სიტუაციის დროს არის უკმაყოფილების ნიაღვარი და ეს არ არის მხოლოდ ქართული "ფენომენი".
კახა
15:28 26-06-2018
1
რეიტინგი იქით იყოს, ეს ტესტ-სერია შეცდომებით ჩავატარეთ და ბლომად საფიქრალი დაგვიგროვდა. მსოფლიო ჩემპიონატი გვიახლოვდება და დროც აღარ ითმენს.
გგგ
11:29 26-06-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული