რუსეთის მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელი ლინ ჯონსი: ჩვენ საქართველოს დავამარცხებთ

AutoSharing Option
რუსეთის რაგბის ფედერაციამ უელსელ ლინ ჯონსს კონტრაქტი 2019 წლის ნოემბრამდე გაუფორმა მისი კიდევ ორი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით და მან ერთობ ხმამაღალი განცხადება გააკეთა.

"გუნდს უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია, ჩვენ ერთად შევქნით კონკურენტუნარიან გუნდს, რომელიც ევროპირველობაზე წარმატებით იასპარეზებს და პირველად მრავალი წლის განმავლობაში რუმინეთსა და საქართველოს დაამარცხებს.

სამუშაო ძალიან ბევრია და რაც ადრე შევუდგები საქმეს, მით უკეთესი. ჩვენ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე უნდა გავიდეთ", - განუცხადა ჯონსმა rsport.ria.ru-ს.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუსეთს 22-ჯერ შეხვდა, 20-ჯერ დაამარცხა, ერთხელ დაუზავდა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა
25 წლის წინ.

alt"ბორჯღალოსნებმა" რუსეთის ნაკრები წვიმასა და სეტყვაში პრემიალურით დაამარცხეს [VIDEO]

alt"ბორჯღალოსნებმა" რუსეთის ნაკრები დაამარცხეს [VIDEO]

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 28 /
მე კიდევ გუშინდელი მატჩის შემდეგ არ ვიცი რაღა ვიფიქრო,ვიცი რომ ეს არ იყო საქართველოს ის ნაკრები მაგრამ ბრაზილიასთან წაგება???...
გეორგიუსი077
04 აგვისტო 2018 11:45
0
მაგ ბრაზილიამ აშშ-ს ეროვნული ნაკრები გააგორა მეგობარო
გიორგი
05 აგვისტო 2018 07:32
0
მთელი მსოფლიოში სპორტის ამ სახეობას რაგბი ეწოდება, მარტო რუსები ეძახიან რეგბის))) ჯერ სახელი გაასწორებინე უელსელო ბაჯაღლო მწვრთნელო და საქართველოს დამარცხებაზე მერე ილაპარაკე!!!!!
დათა
04 აგვისტო 2018 12:47
3
ფრთხილად ვანიებო. ვატყობ ახალ რეკორდს დავამყარებთ თქვენთან მაგ თქვენი "ამბიციების" გამო ;)
თემო
04 აგვისტო 2018 10:44
1
ნეტარ არიან მორწმუნენი :) ერთხელ ცარიელი თოფიც ისვრისო უთქვამთ - ისიც უთქვამთ ცარიელი კასრი ბევრს რიხინებსო, 2119-მდე რომ გაუგრძელონ კონტრაქტი შეიძლება რაიმე გაუვარდეს :))
givi
04 აგვისტო 2018 10:26
1
რა ხდება კომუნიზმი დაბრუნდა საქართველოში , თავისუფალ სიტყვას რომ ბლოკავთ ? გამოაქვეყნეთ კომენტარები , თუ ეროვნული პათოსი დაუშვებელია ?
300 არაგველი
04 აგვისტო 2018 09:49
2
მეტი რაღა მიღწევა უნდათ, მაგათმა მაქსიმუმი გააკეთეს, ბოლოს 1 ტაიმი მოგვიგეს და ისეთი წარმატებაა (იმედია უკანასკნელიც),რომ ეს უნდა გადასცენ მომავალ თაობებს: "ნახეთ რა გუნდი გვყავდა, ქართველებს "დაჟე 1 ტაიმი მოვუგეთ"ო........... "ვ ო ტ ტ ა კ"!
gela gloveli
04 აგვისტო 2018 13:22
1
''ძვირფასო'' ლინ, ფული დროზე აიღე და მოხიე მაქედან!!! მომინდომეს...რაგბისტებსაც უნდათ ''დამსახურებულების'' წოდება ???
მიშა63
04 აგვისტო 2018 09:57
1
ნუ, ერთხელაც იქნება და დაგვამარცხებენ. ალბათობის მიხედვით ეს მაინც მოხდება. ჩვენ და რუსები სამწუხაროდ კიდევ ბევრჯერ შევხვდებით ერთმანეთს, რო დავასხი 6 ერის მამებს თავსლაფი DDDDDDDD
არც ირლანდიელებს მოეგოთ არასდროს ახალი ზელანდიისთვის და შარშან კი გააგორეს რაგბის "ჯადოქრები". ასე რომ... რუსეთსაც ექნება შანსი.
korben dallas
04 აგვისტო 2018 16:49
1
ერთი 65 ქულიოთ მოვუგოთ, რომ აზრზე მოვიდნენ რას იძახიან. მაგრამ ამ ბოლო დროს ისე ვთამაშობთ, გასაკვირი არაფერია. 6 ერში არ გვიღებენ რომ კლასი ავიმაღლოთ. რუსეთის ნაკრები ჩვენთვის სოფლის გუნდია!
111
04 აგვისტო 2018 12:15
1
ხოო მერე გამოგეღვიძებათ :D თან რა თაობა მოდიან ბიჭები ამათ ცალი ხელით მოუგებენ
Ultranationalist
04 აგვისტო 2018 10:35
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული