რუსეთის მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელი ლინ ჯონსი: ჩვენ საქართველოს დავამარცხებთ

AutoSharing Option
რუსეთის რაგბის ფედერაციამ უელსელ ლინ ჯონსს კონტრაქტი 2019 წლის ნოემბრამდე გაუფორმა მისი კიდევ ორი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით და მან ერთობ ხმამაღალი განცხადება გააკეთა.

"გუნდს უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია, ჩვენ ერთად შევქნით კონკურენტუნარიან გუნდს, რომელიც ევროპირველობაზე წარმატებით იასპარეზებს და პირველად მრავალი წლის განმავლობაში რუმინეთსა და საქართველოს დაამარცხებს.

სამუშაო ძალიან ბევრია და რაც ადრე შევუდგები საქმეს, მით უკეთესი. ჩვენ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე უნდა გავიდეთ", - განუცხადა ჯონსმა rsport.ria.ru-ს.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუსეთს 22-ჯერ შეხვდა, 20-ჯერ დაამარცხა, ერთხელ დაუზავდა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა
25 წლის წინ.

alt"ბორჯღალოსნებმა" რუსეთის ნაკრები წვიმასა და სეტყვაში პრემიალურით დაამარცხეს [VIDEO]

alt"ბორჯღალოსნებმა" რუსეთის ნაკრები დაამარცხეს [VIDEO]

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 28 /
რუსეთის ნაკრები სულ რომ დაფრინავდეს, მორალურად ისეა დათრგუნული, რომ საქართველოს ნაკრებთან მარცხს შეგუებულია კარგა ხანია.შეიძლება რუმინეთს მოუგოს, მაგრამ ჩვენთან 1 % შანსი არა აქვს. ეს მწვრთნელმაც იცის, მაგრამ ხმამაღლა ხომ არ იტყვის ? :)))))
: )))))))
04 აგვისტო 2018 06:58
3
"კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო."
გამარჯვებები საქართველოს ნაკრებს!
მანჩო
05 აგვისტო 2018 07:33
3
ასეთი ფორმულირება ამ გამონათქვამმა კომუნისტური წყობის დროს მიიღო, თითქოს ღმერთი ხალხს დასცინოდა.კი იცით, რომ მაშინ ყველაფერს აკეთებდნენ ეკლესიის დასაკნინებლად. ასე არის სწორი ფორმა (დააკვირდით შინაარსობრივადაც)და ძალიან გთხოვთ გავითვალისწინოთ: ,,კაცი ბჭობდა და ღმერთი განაგებდაო."
ნათია
05 აგვისტო 2018 10:22
1
ოცნებას კაცი არ მოუკლავს:))... თუმცაღა ოდესღაც შეიძლება დადგეს მომენტი და მოგვიგონ, ესეც უნდა გვახსოვდეს
zviads
04 აგვისტო 2018 09:12
3
არ ეტკინა ბიძიკო შენ გვარს და ჯილაგს მანადე არაფერი,სანამ შენ რუსეთით საქართველოს არ მოუგო!!
ამაზე კაი დალოცვა რა გინდა
04 აგვისტო 2018 11:34
1
არ მინდა რომ ვთქვა,მაგრამ ბოლო შეხვედრებში ჩვენ ნაკრებს რეგრესს ვამჩნევ,შერკინება სუსტად გამოიყურება,ერთი ადგილითაც უკან ჩამოვინაცვლეთ,ასე არაა?თუ ასეა,რატომ გიკვირთ,რომ მოტივირებულმა რუსეთის ნაკრების მწვრთვნელმა ქადილი რეალობად აქციოს?
zastaveli
05 აგვისტო 2018 22:09
0
წელიწადში ერთხელ დაკეცილი ქოლგაც ისვრის :). როდესმე ესენიც მოიგებენ. ყოველ შემთხვევაში მათ ასე ჰგონიათ. კაცი იმედით ცოცხლობს :დდდ
ნათია
04 აგვისტო 2018 20:25
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული