ტრავმები და ახალი სახეები - მილტონ ჰეიგმა "ბორჯღალოსნების" 34-კაციანი შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
"თიბისი რაგბის სერიების" დაწყებამდე "ბორჯღალოსნების" 34-კაციანი შემადგენლობა საფრანგეთში შეიკრიბება, საიდანაც 10 ნოემბრის მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე იტალიაში ჩავა.

დიდი 10-ის, ზე-რაგბის, ტოპ 14-ის და ინგლისური პირველობის კლუბების მოთამაშეები საფრანგეთისკენ გეზს შაბათს აიღებენ, სადაც მათ ევროპის წამყვან კლუბებში მოთამაშე "ბორჯღალოსნებიც" შეუერთდებიან.

10 ნოემბერს "ბორჯღალოსები" იტალიას ფლორენციაში, "არტემიო ფრანკიზე" ერკინებიან, რის შემდეგაც "თიბისი რაგბის სერიები" თბილისში გაგრძელდება და 17 ნოემბერს სამოას "ავჭალაზე", ხოლო 24 ნოემბერს ტონგას "მიხეილ მესხზე" დავუხვდებით. ყველა თამაში საქართველოს დროით 18:00 საათზე იწყება.

2018 წლის დასკვნით შეხვედრებს მილტონ ჰეიგი
განსაკუთრებული მოლოდინით ხვდება:

"წლის დამაგვირგვინებელი თამაშები ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კამპანიაა და გამონაკლისი არც 2018 წლის "თიბისი რაგბის სერიებია". გველის სამი უმნიშვნელოვანესი ტესტი მაღალი დონის მეტოქეებთან და მათ მოსაგებად მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკურად და მენტალურად კარგად მოვემზადოთ.

მსოფლიო თასამდე 11 თვეზე ნაკლები რჩება და "თიბისი რაგბის სერიები" ჩვენი მოსამზადებელი გეგმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. გვეძლევა საკუთარი თავის გამოცდის შესაძლებლობა მაღალი დონის გუნდებთან, რომლებიც ასევე ითამაშებენ იაპონიის მსოფლიო თასზე".

ტრავმები და ახალი სახეები
მომავალ თამაშებს "ბორჯღალოსნები" რამდენიმე ლიდერის გარეშე ხვდებიან. ტრავმების გამო "თიბისი რაგბის სერიები 2018"-ს ტოვებენ კოტე მიქაუტაძე, დავით კაჭარავა, კარლენ ასიეშვილი, გიორგი ნემსაძე, ვიტო კოლელიშვილი, კოკი თხილაიშვილი, მირიან მოდებაძე და გუგა შენგელია. სერიებზე ჰეიგი აპირებდა ასევე 20-წლამდელთა ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშის, სანდრო სვანიძის გამოძახებასაც, მაგრამ სამწუხაროდ, მასაც ტრავმა აქვს. ტრავმის გამო შეკრებაზე ასევე არ იქნება პირველი ქართველი ცენტურიონი მერაბ კვირიკაშვილი.

ფრანგულ შეკრებაზე ოთხი ისეთი მოთამაშე იქნება, რომელთაც "ბორჯღალოსნების" კვართით ჯერ არ უთამაშიათ - "უმცროსი ბორჯღალოსნები" გურამ გოგიჩაშვილი და თედო აბჟანდაძე, რომლებმაც 2017 და 2018 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე საოცრად ითამაშეს; ბექა გიგაშვილი (გრენობლი, ტოპ 14) და გრიგორ ქერდიყოშვილი (ლელო სარასენსი, დიდი 10). ახალი სახეა ზურაბ ძნელაძეც (ლოკომოტივი, დიდი 10), რომელმაც ნაკრების კვართით ერთადერთხელ, 2013 წელს მსოფლიო რაგბის თბილისის თასზე, სამხრეთ აფრიკის "ა" ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა.

გამოძახებულთა შორის რამდენიმე ისეთი მორაგბეა, რომელთაც ტრავმების გამო ნაკრებში წელიწადზე მეტია არ უთამაშიათ: დუდუ ქუბრიაშვილი (ბოლოს 2 წლის წინ, 2016 წელს შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშა); ბექა ბიწაძე (ბოლოს 2017 წლის ნოემბერში აშშ-ის წინააღმდეგ ითამაშა); ბექა გორგაძე (ბოლოს 2017 წლის რაგბი ევროპაზე, რუმინეთთან ითამაშა); გიორგი აფციაური (ბოლოს 2016 წელს შოტლანდიასთან ითამაშა).

შემადგენლობაზე ჰეიგი ამბობს:

"ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ, რადგან ტრავმების გამო ბევრი გამოცდილი მოთამაშე გვაკლია. მეორე მხრივ, ესაა უნიკალური შესაძლებლობა მათთვის, ვინც ნაკრებში ტრავმირებულების ადგილს დაიკავებს. მათ ექნებათ შესაძლებლობა, დაგვანახონ, რა შეუძლიათ და სხვადასხვა პოზიციაზე შექმნან სიღრმეები.

მიუხედავად სირთულეებისა, გუნდში გვყავს გამოცდილ მოთამაშეთა ბირთვი, რომლებსაც კარგად ესმით ჩვენი სისტემები. მათ ეროვნულ გუნდში თავი არაერთხელ გამოუჩენიათ და ველი, რომ გუნდს ახლაც გაუძღვებიან. ასევე გვყავს ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებიც საქართველოსა თუ საფრანგეთში, თავ-თავიანთ კლუბებში შესანიშნავად გამოიყურებიან და მათგან სიახლეებს ველით".

Sportall.Ge

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 23 /
რას ერჩით ამ შემადგენლობას ან რა თავპირი ჩამოგტირით?არსებული დანაკლისიდან მხოლოდ კოტეა შეუცვლელი,პირველ ხაზში იმხელა არჩევანი გვაქვს კარლენის არყოფნა არ დაეტყობა ნაკრებს.ნემსო კაჭარავა ისედაც ასაკში არიან - მელიტონას თუ უნდოდა გამოიძახებდა შარშანდელი ან შარშანწინდელი 20 წლიანების გუნდიდან მეორე ხაზელებს,მაგრამ სხვებსაც შეუძლიათ მეორე ხაზში თამაში ვინც გამოძახებულია.ვიტო უდავოდ ძლიერი მორაგბეა მაგრამ მასაც უმტკივნეულოდ შეცვლიან ისევე როგორც კოკის.უკანა ხაზში ვინც უნდა იყვნენ ისინი არიან ნაკრებში.შერკინების დიდ უპირატესობას თუ სწორად გამოვიყენებთ მჯერა იტალიას მოვუგებთ ფლორენციაში. კიდევ ერთხელ - კოტეს გარდა ყველა არსებული ტრავმირებული მორაგბის შეცვლა შეიძლება სრულფასოვნად
ვახო
19:25 27-10-2018
2
ობიექტურება არ დავკარგოთ და ამ დანაკლისებით, როცა ამდენი ახალწვეული გყავს, გუნდი შეუთამაშებელია, არ ჩანს გამოკვეთილი ლიდერი, როცა ბოლო 2 წელია უკან მიდის თამაშის ხარისხი და შერკინებაც კი აღარ არის მყარი, ზაფხულის ტესტების შედეგებსაც თუ გავითვალისწინებთ, რის შემდეგაც ვერც ვერაფერი გამოსწორდებოდა (რამდენადაც გუნდს შეკრება არ ქონია) იტალიასთან თუ არ გავნადგურდებით და თბილისში ორივე თამაშს მოვიგებთ ეს იქნება მაქსიმუმი. სამწუხაროა ძალიან და არ მეგონა თუნდაც 2 წლის წინ რომ ამ სიტუაციაში ვიქნებოდით, მაგრამ ჩვენი გუნდი არცერთ თამაშში არ არის ფავორიტი. ახალი თაობა ძალიან კარგი გვყავს, მაგრამ დიდი რაგბში მათი ინტეგრაცია და მათი პლიუსების ეფექტის გამომჟღავნება მხოლოდ შეკრულ და ჩამოყალიბებულ გუნდში 2-3 კაცის ჩასმით არის შესაძლებელი და ჩვენ კი ამ სიტუაციაში არ ვართ :( მსოფლიოს შემდეგ 3 წლის თავზე გუნდი ძალიან არეულია. ახალი გუნდის შენების სწორი სტრატეგია მე სამწუხაროდ ვერ დავინახე, მაგრამ ძალიან მინდა ვცდებოდე და სადღაც ვეპოტინები იმედის ნაპერწკალს რომ მილტონას აქვს "ჯადოსნური ჯოხი" და ამ 2 კვირაში დაალაგებს ყველაფერს, რომ აქამდე არ აჩვენებდა ყველაფერს და ახლა 1 წლით ადრე მსოფლიომდე გამოაჩენს დამალულ კოზირებს - ვნახოთ. ფაქტია ნოემბერში კვლავ შეგვკვრავენ ერთ მუშტად ჩვენი ბიჭები და 3 კარდი-შოკური თერაპიის სეანსი გველოდება :) წარმატებები ბიჭებს!
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული