მილტონ ჰეიგი - იტალიასთან მატჩზე: მინდორზე რომ გავალთ და ბრძოლა დაიწყება, მაშინ ვიქნებით ყველაზე ბედნიერები!

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებთან "ბორჯღალოსნების" უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ საქართველოს რაგბის კავშირმა ჩვენი ეროვნული გუნდის მწვრთნელის მილტონ ჰეიგის საუბარი შემოგვთავაზა. ის მომავალ შეხვედრაზე და ქართველების მებრძოლ ხასიათზე ლაპარაკობს.

"იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავს, ხალხი ალბათ, იტყვის, რომ იტალიასთან ფავორიტები არ ვართ, რაც პრინციპში სიმართლეა. არაფავორიტის როლში ყოფნა ფიზიკური და მენტალური კუთხით ზედგამოჭრილია.

საუკუნეების განმავლობაში საქართველოს მტრის შემოსევებთან უწევდა გამკლავება. ადრეც არაერთხელ მითქამს, ქართველები ერთ დღეს ვენახს უვლიდნენ, ხოლო მეორე დღეს სამშობლოს დაცვა უწევდათ. აქედან გამომდინარე, ეს ჩვენთვის ბუნებრივი მდგომარეობაა.

მსმენია ფრანგი
მოგზაურის ჟაკ დე ვილამონის შესახებ, რომელიც მე-13 საუკუნეში იერუსალიმში გადაყრია ქართველებს. მისი გაოცება გამოიწვია იმან, რომ თუ ქართველი არ იბრძოდა, უხასიათოდ იყო, ხოლო თუ ხმალამოღებულს უწევდა ხალხის და მიწის დაცვა, თითქოს ბუნებრივად ბედნიერი ხდებოდა.

აქედან გამომდინარე, ნათქვამი: "ბრძოლაში ბედნიერი", ნამდვილად გვიხდება და ეს მომავალ მატჩში გაგვაძლიერებს.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს გამონათქვამი ჩვენს მენტალობას უხდება, რადგან როდესაც კუთხეში მიგვიმწყვდევდნენ და როდესაც რაღაც ძვირფასისთვის გვიწევდა ბრძოლა, ამ დროს ვხდებოდით ყველაზე ძლიერები და ბედნიერები. ჩვენთვის ეს არც დაბრკოლება და არც პრობლემა არ არის. ამას ჩვენს უპირტესობად ვთვლი.

აი, მინდორზე რომ გავალთ და ბრძოლა დაიწყება, მაშინ ვიქნებით ყველაზე ბედნიერები!"

მკითხველის კომენტარები / 39 /
მადლობა უღრმესი მადლობა გაწეული სამსახურისთვის და მადლობა რომ ასეღრმად შეისწავლე ქართული სული ქართული ხასიათი მენტალიტეტი მადლობა ისტორიის შესწავლისათვის ბევრ ქართველს არ ექნება წაკითხული საკუთარი ქვეყნის ისტორია სამაგიეროდ ჭკუის სწავლება იციან და ბრტყელ ბრტყელი სადღეგრძელოები მიუხედავად ყველაფრის მაინც მაგარი ერი ვართ ცოტა უფრო მეტად თუ ვისწავლით სხვისი აზრის და უფლებების პატივისცემას და დაცვას ყველაზე მეტად ეს გვაკლია რო იტყვის ხალხური სიბრძნე უმრავლესობისთვის " სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიაო".....
კახა
02 ნოემბერი 2018 04:25
0
რაღა თქმა უნდა,სხვაგანაც დავწერე და აქაც გეტყვით რომ შერკინებაში დაღეჭავენ ჩვენი ტრაქტორიუსები იტალიელ მაკარონიკებს,მოპოვებული უპირატესობის სათანადოდ გამოყენებით კი გავიმარჯვებთ ფლორენციაში და მერე ნახეთ მსოფლიო სარაგბო თემის ალაპარაკება.საქართველომ იტალია დაამარცხა იტალიაშიო წავა სტატია სტატიაზე
ვახო
02 ნოემბერი 2018 03:34
0
ასე წერე რა,ვახო.ხანდახან ისე იტყვი ხოლმე რამეს,რომ მტერი მგონიხარ.ვიცი შენც სიყვარული გალაპარაკებს,მაგრამ ზოგჯერ მაინც ძნელი ასატანია.
სოსო
03 ნოემბერი 2018 16:34
0
შემოგევლე მელიტონ, საქართველოს ისტორიას პირველ პირში რომ ჰყვები იმიტომ, ჯიგარი ხარ.
ზელანდ
02 ნოემბერი 2018 00:41
0
მართლა მაგარი კაცია! თავისი სიტყვით და ქცევით არა მარტო მას ვაფასებთ და პატივს ვცემთ, არამედ მის აღმზრდელ ქვეყანასაც, ზელანდიასაც გვაყვარებს. მაგალითია ყველასათვის თუ როგორი უნდა იყო შენი სამშობლოს გარეთ, რომ ქვეყნის გარეთ შენი ქცევით შენი სამშობლო ფასდება! წარმატებები მელიტონ სადაც არ უნდა იყო!
bs
02 ნოემბერი 2018 11:42
0
ამ ბიჭების სისხლში სამასი არაგველის გენი ბუდობს და უთანასწორო ძალებით ვერც გააკვირვებს ვინმე და ვერც შეაშინებს.არავინ იცის როგორ წარიმართება მატჩი,მაგრამ თავს რომ გადადებენ საქართველოს გულისათვის და მოედანზე შესაძლებელზე მეტსაც გააკეთებენ,ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.იტალიელებს რაც აქვთ, შესაძლოა ის დაკარგონ და ჯერ არც კი იციან,როგორი იქნება ეს დანაკარგი,ჩვენ კი მოსაპოვებლად მივდივართ და ვიცით რა გვინდა.ჩვენი მოტივაცია, სწორედ ამიტომ, შეუდარებლად მაღალია და ესეც კიდევ ერთი პლიუსია.სწორედ ამიტომ, მიუხედავად საკადრო პრობლემებისა,მაინც მჯერა,რომ ჩვენი ბიჭები გაიმარჯვებენ.თანაც რაგბი ხომ ჩვენი თამაშია.
სოსო
01 ნოემბერი 2018 23:54
0

სიახლეები პოპულარული