Corriere.it: ქართველები წლებია ტირიან, ამიტომ 5-6 წლით ენას ჩავაგდებინებთ

AutoSharing Option
იტალიის ეროვნული ნაკრები საქართველოსთან მატჩს განსაკუთრებულად ელოდება. ამ რეჟიმშია იტალიური მედიაც, რომელიც მუქარის შემცველი განცხადებებით ცდილობს გუნდის მოტივირებას.

იტალიური Corriere.it ამბობს, რომ იტალიას შეუძლია საქართველოს ნაკრებს ისე ეთამაშოს, რომ 5-6 წლით ხმა აღარ ამოაღებინოს.

"იტალიისთვის ირლანდიასთან მატჩი მხოლოდ დასაწყისია. სინამდვილეში კიდევ სამი შეხვედრაა წინ: 10 ნოემბერს საქართველოსთან ფლორენციაში, 17 ნოემბერს ავსტრალიასთან პადუაში და 24 ნოემბერს ახალ ზელანდიასთან რომში. ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოსთან მატჩი იქნება, რადგან ჩვენს ოპონენტებს, მიუხედავად იმისა, რომ მარსიანელები არ არიან, აქვთ ამბიცია და წლებია ტირიან, რათა 6 ერში
ადგილი მოიპოვონ (რა თქმა უნდა, იტალიის ნაცვლად). 2015 წლამდე რუმინეთიც იმავეს ცდილობდა, იქამდე, სანამ მსოფლიო ჩემპიონატი არ მოვიდა. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი კავკასიელებთან იმავე ოპერაციის გამეორება იქნება. ჩვენ მათ კარგად ვეთამაშებით და 5-6 წლით ენას ჩავაგდებინებთ" - ვკითხულობთ corriere.it-ზე.

საქართველოს და იტალიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფლორენციაში 10 ნოემბერს გაიმართება.

altტესტი: რა იცი მეტოქეზე? - იტალიის მორაგბეთა ნაკრები

altიტალია საქართველოსთან მატჩამდე ირლანდიასთან განადგურდა

altქართველი სპორტსმენები სოცქსელებში: სანამ სოსო მათიაშვილი იტალიას ლელოს დაუდებს...

altეს არის განსხვავებული თამაში - Sportall.ge მერაბ შარიქაძეს იტალიასთან მატჩის წინ ესაუბრა

მკითხველის კომენტარები / 63 /
მჯერა საკუთარ თავს გადაახტებიან ჩვენი ბიჭები და მოიგებენ ამ თამაშს, იმის მიუხედავად, რომ ბევრი ტრავმირებული გვყავს. 6 ერის კარს არ გვიღებენ, ამიტო უნდა შევამსხვრიოთ
Niko
05 ნოემბერი 2018 21:32
2
უნდა მოვიგოთ ბიჭებო.
სრული მობილიზაცია გონების და კონცენტრირება კარგ თამაშზე.
აუცილებლად მოვიგებთ და 5-6 წლით მათ ჩავუგდებთ ენას.
გ55
05 ნოემბერი 2018 20:13
1
ძალიან რთული თამაში გველის, მაგრამ თავი უნდა მოიკლან და გაუეთებელი შეძლონ
მთ
05 ნოემბერი 2018 21:16
0
ირლანდიელებისგან გაბახებულ იტალიელებს უნდა მოვუგოთ რამენაირად!!!!
mama abrami
05 ნოემბერი 2018 18:13
1
იცით რა ვერ გავიგე? რუმინეთი გავაჩუმეთო რომ ამბობენ, რუმინეთს წლებია ხმას არ ვაღებინებთ და იმათ რატომ გვადარებენ? თუ თავს იიმედებენ, ეს უკვე სხვა საკითხია.
ნათია
05 ნოემბერი 2018 17:36
0
კარგი მოტივაციაა ბიჭებისთვის!
giorgi
05 ნოემბერი 2018 18:06
1
ღმერთო ამათი ტირილი მანახე მინდორზე 10-ში და მზათ ვარ იმ წუთში მოვკვდე
მიშა
05 ნოემბერი 2018 20:18
7
ღმერთმა დაგიფაროს ძმაო! ყოველთვის გვენახოს ჩვენი მოწინაღმდეგეების ტირილი და გოდება ჩვენთან გაჯიბრების შემდეგ! არა მარტო სპორტში... გფარავდეთ უფალი!
არჩილ სოხუმელი
05 ნოემბერი 2018 21:09
1
ახლა მაგისთვის მთლად თავს ნუ მოიკლავ ძამა ;) ისედაც მიძუყნიან ბიჭები :)))
მიროსან
05 ნოემბერი 2018 23:46
0
თუ ეს სტატია სრული სიმართლეა (კარგი იქნებოდა, წყარო მიგეთითებინათ), მაშინ ძალიან საცოდავები ყოფილან ეს იტალიელები. განა 6 ერის სხვა ნაკრები ან თუნდაც მისი მხარდამჭერი მედია ასეთ ბაქიბუქს დაიწყებს? დარწმუნებული ვარ, ბრიტანელების ან ფრანგების პრესა მოზომილად დაწერს თავისიანების ფავორიტობაზე და ჩვენების პროგრესსაც გაუსვამს ხაზს, ხოლო იმათი ნაკრები უბრალოდ გამოვა სათამაშოდ, სავარაუდოდ მოგიგებს, შეიძლება ცოტა შეგაქოს და მორჩა-სულ ეგ იქნება. ესენი კიდევ ვინ ყოფილან! წლების მანძილზე მაჩანჩალები 6 ერში და თანაც ისე ნადგურდებიან რომ მჯერა, ჩვენ ასე არ წავაგებდით მანდ რომ ვიყოთ. მოკლედ, ბიჭებო, 10 რიცხვში იქ ვართ და მხურვალედ გქომაგობთ! აბა თქვენ იცით!
სიმართლე
06 ნოემბერი 2018 11:16
2
Xma unda chavagdebinot minimum 6 weli, vloculob tqventvis lomebo
Ratshveli
05 ნოემბერი 2018 17:37
0
ბოლო თამაშები ძალიან ცუდად ვითამაშეთ. 3 ტაიმია უქულოთ ვართ. სრული მობილიზებაა საჭირო.
1
05 ნოემბერი 2018 17:27
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული