იტალიელთა მწვრთნელი: საქართველოსთან მატჩის წინ ძალები უნდა აღვიდგინოთ და შეცდომები გამოვასწოროთ

AutoSharing Option
ირლანდიასთან განადგურების (7:54) შემდეგ კომენტარი იტალიის მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა კონორ ო'შიმ გააკეთა.

"პირველი ტაიმის ბოლოს ურიგოდ ნამდვილად არ გვითამაშია. მეორე ტაიმში მეტოქემ დაგვჯაბნა და ეს ანგარიშში აისახა. მეორე ტაიმის დასაწყისში შეცდომები დავუშვით. იმედგაცრუებული ვარ. დაცვაში კარგად გავისარჯეთ, მაგრამ უკმაყოფილო ვარ სხვა ასპექტებით. ეს შეცდომები საქართველოსთან დაპირისპირების წინ გამოსასწორებელია. ძალების აღდგენაა საჭირო და ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უკეთ მომზადება. ჩვენ მსოფლიოს მეორე გუნდთან დავმარცხდით, რომელიც თავის შესაძლებლობებს ხელიდან არ უშვებს.

ჩვენი დაცვა ბევრ მომენტში კარგი გახლდათ, მაგრამ ბრძოლებმა დაგვღალა. ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად სერიოზულად
მუშაობა გვმართებს. უფრო გონიერად თამაშია აუცილებელი. უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის კონტროლი და ბალანსის დაცვა. ახლა მხოლოდ საქართველოსთან დაპირისპირებაზე ვფიქრობ", - განუცხადა ო'შიმ იტალიის რაგბის ფედერაციის საიტის ჟურნალისტს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული