Lanazione.it: საქართველოსთან მატჩი უნდა მოვიგოთ, მათ 6 ერში ჩვენი ადგილის დაკავება სურთ

AutoSharing Option
Lanazione.it საქართველოსა და იტალიის ნაკრებების მატჩს დიდი მოთმინებით ელოდება. ისევე, როგორც სხვა იტალიურ გამოცემებში, აქაც ვკითხულობთ იმ ამბიციის შესახებ, რომელიც საქართველოს ნაკრებს არცთუ უსაფუძვლოდ გააჩნია. საქმე ეხება 6 ერის ტურნირს, სადაც ევროპის უძლიერესი გუნდები ასპარეზობენ.

"საქართველოსთან მატჩი უმნიშვნელოვანესია "ლურჯებისთვის" (იტალიის ნაკრების მეტსახელი). ფაქტია, რომ ეს გუნდი ისწრაფვის იმისკენ, რომ 6 ერში იტალიის ნაკრების ადგილი დაიკავოს. ფაქტია ისიც, რომ ამ დროისთვის საქართველო ჩვენს ნაკრებზე წინაა საერთაშორისო რეიტინგში. ეს ის მატჩია, რომელიც "აძურიმ" აუცილებლად უნდა მოიგოს" - ვკითხულობთ Lanazione.it-ზე.

საქართველოსა და იტალიის
ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება 10 ნოემბერს ფლორენციაში გაიმართება.

altCorriere.it: ქართველები წლებია ტირიან, ამიტომ 5-6 წლით ენას ჩავაგდებინებთ

altიტალიელთა მწვრთნელი: საქართველოსთან მატჩის წინ ძალები უნდა აღვიდგინოთ და შეცდომები გამოვასწოროთ

altეს არის განსხვავებული თამაში - Sportall.ge მერაბ შარიქაძეს იტალიასთან მატჩის წინ ესაუბრა

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩვენ მაგათი გამოგდება კი არა 7 ერი გვინდა, რომლისთვისაც იმდენი ოფლი და სისხლი გვაქვს დაღვრილი მთელი გმირების თაობები ჩაწვნენ ბრძოლის ველზე იმათ მხრებზე დგას ქართული რაგბი ამხელა გზა რომ გამოვიარეთ, რომ ვერ დაუჯერებიათ ერთი ციცქნა ერი და ამხელა ძალა საიდან როგორ, მაგათ წარმოდგენაც არა აქვთ ისეთი სასტიკი გზა გვაქვს გამოვლილი და ვერავინ ვერასდროს ვერ შეაჩერებს ქართველ გმირებს ვერავინ ვერ იტყვის რომ 6 ერს არ ვიმსახურებთ.
Zviadi
20:49 06-11-2018
2
იტალიის დამატებამდე იყო 5 ერის პირველობა, დაე გახადონ 7 ერის!!!
მირიან
13:29 08-11-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული