იტალიელი მორაგბე: 6 ერის კარი დაკეტილია და ეს საქართველოს უნდა ვაჩვენოთ

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მორაგბე ტომასო კასტელო გამოცემა Maximitalia.it-ს ესაუბრა, სადაც იტალიური რაგბის, ირლანდიასთან მარცხის და საქართველოსთან მომავალი მატჩის შესახებ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

27 წლის სპორტსმენის თქმით, საქართველოს ნაკრები 6 ერის კარზე აკაკუნებს, მათ კი უნდა ანახონ, რომ სცენა უკვე შევსებულია.

"საქართველოსთან მატჩი დიდი გამოწვევაა. ისინი 6 ერის კარზე აკაკუნებენ და უმაღლესი დონის რაგბიში შემოსვლა სურთ. ჩვენი ამოცანა იქნება, მათ ვაჩვენოთ, რომ "სცენა" სავსეა და იტალია აქ მთავარი მსახიობია. ავსტრალიასა და ახალ ზელანდიასთან თამაში კი მნიშვნელოვანია, თუ გაზრდა გვსურს", - განაცხადა იტალიელმა
მორაგბემ

საქართველოსა და იტალიის ნაკრებების დაპირისპირება 10 ნოემბერს ქალაქ ფლორენციაში გაიმართება.

altიტალიის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი: საქართველოსთან მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანია

altCorriere.it: ქართველები წლებია ტირიან, ამიტომ 5-6 წლით ენას ჩავაგდებინებთ

altLanazione.it: საქართველოსთან მატჩი უნდა მოვიგოთ, მათ 6 ერში ჩვენი ადგილის დაკავება სურთ

მკითხველის კომენტარები / 20 /
ეს სტატიები ენის ჩაგდებაზე და ადგილის მიჩენაზე მშვენიერი მოტივატორია ჩვენი რაგბისტებისთვის. ნარიაშვილს წავაკითხოთ დღეში სამჯერ თამაშამდე და ვინ ვის მიუჩენს ადგილს და ჩააგდებინებს ენას მაგას დაანახებს :) :) :)
lasha
18:48 07-11-2018
1
მეგობრებო, თუკი სტატიით გაშუქებული ინფორმაცია არ მოგწონთ, რატომ აფასებთ სტატიას უარყოფითად? ვიღაც იტალიელის ნათქვამმა გაგვაღიზიანა და საიტის ჟურნალისტმა რა ქნას? არ მოგვაწოდოს ინფორმაცია, რადგან ცუდი ,,ნიუსია?'' :)
ნათია
17:06 07-11-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული