იტალიელი მორაგბე: 6 ერის კარი დაკეტილია და ეს საქართველოს უნდა ვაჩვენოთ

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მორაგბე ტომასო კასტელო გამოცემა Maximitalia.it-ს ესაუბრა, სადაც იტალიური რაგბის, ირლანდიასთან მარცხის და საქართველოსთან მომავალი მატჩის შესახებ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

27 წლის სპორტსმენის თქმით, საქართველოს ნაკრები 6 ერის კარზე აკაკუნებს, მათ კი უნდა ანახონ, რომ სცენა უკვე შევსებულია.

"საქართველოსთან მატჩი დიდი გამოწვევაა. ისინი 6 ერის კარზე აკაკუნებენ და უმაღლესი დონის რაგბიში შემოსვლა სურთ. ჩვენი ამოცანა იქნება, მათ ვაჩვენოთ, რომ "სცენა" სავსეა და იტალია აქ მთავარი მსახიობია. ავსტრალიასა და ახალ ზელანდიასთან თამაში კი მნიშვნელოვანია, თუ გაზრდა გვსურს", - განაცხადა იტალიელმა
მორაგბემ

საქართველოსა და იტალიის ნაკრებების დაპირისპირება 10 ნოემბერს ქალაქ ფლორენციაში გაიმართება.

altიტალიის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი: საქართველოსთან მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანია

altCorriere.it: ქართველები წლებია ტირიან, ამიტომ 5-6 წლით ენას ჩავაგდებინებთ

altLanazione.it: საქართველოსთან მატჩი უნდა მოვიგოთ, მათ 6 ერში ჩვენი ადგილის დაკავება სურთ

მკითხველის კომენტარები / 20 /
ეს ფარჩაკი იტალიელები რამ გააბლატავა, მაგათი ხმა ამოსაღები არაა როცა უელსელებს და ირლანდიელებს ეშინიათ ჩვენი.
გივი
03:03 08-11-2018
3
ეს იცით რას ნიშნავს, ესეიგი რაც არ უნდა იბრძოლოთ და იშრომოთ ქართველებმაო აქ არ გვინდიხართო და მორჩაო რა. გააპრავეთ ეხლა ყველაფერი სირაქლემებმა და გაამართლეთ, ვითომ არაფერი ცუდი არ უგულისხმია ამ ტიპს.
აუ
03:01 08-11-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული