ჰეიგი- იტალიასთან მატჩზე : ნაკლებად გამოცდილები მატებენ გუნდს ენთუზიაზმს

AutoSharing Option
ბორჯღალოსნები 10 ნოემბერს ფლორენციაში, „არტემიო ფრანკიზე“ იტალიასთან გასამართი მატჩისთვის ემზადებიან. დღეს მილტონ ჰეიგმა საქართველოს ნაკრების სამატჩო შემადგენლობა დაასახელა და გამოცდილი და შედარებით ახალბედა მოთამაშეების ნაზავს იდეალური კომბინაცია უწოდა.

„ჩვენს მიერ დასახელებული შემადგენლობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ თამაშის მნიშვნელობას. სასტარტოში გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად გვყავს ისეთებიც, რომლებიც შედარებით ნაკლებად გამოცდილად მიგვაჩნია, თუმცა სწორედ ისინი მატებენ გუნდს ენთუზიაზმს, ენერგიასა და მიზანდასახულობას, რადგან მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ნაკრების ძირითადში ყოფნას იმსახურებენ. მწვრთნელისთვის ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს?!“

„ასეთივე მდგომარეობაა მარქაფაში და მიგვაჩნია, რომ
შაბათის მატჩში ეს მოთამაშეები გადამწყვეტ როლს შეასრულებენ“ - ამბობს ჰეიგი და მერაბ შარიქაძის დაბრუნება ახარებს:

„გაგვიმართლა და მოხარულები ვართ, რომ ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე სწორედ ამ თამაშის წინ დაგვიბრუნდა, რომლის ლიდერობაც აქამდე ძალიან გვაკლდა“.

ბორჯღალოსანთა თავკაცი მომავალი რკენის მნიშვნელობაზე ყურადღებას კიდევ ერთხელ ამახვილებს:

„გვეძლევა მშვენიერი შესაძლებლობა, მთელს სარაგბო სამყაროს და განსაკუთრებით ექვს ერში გადაწყვეტილებების მიმღებებს კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ქართულმა რაგბმა დიდი პროგრესი განიცადა! ჩვენ კარგად ვიცით და გააზრებული გვაქვს, რომ შაბათს ფავორიტები არ ვიქნებით, მაგრამ ადრეც მითვამს და განვმეორდები - ასე თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობთ!“.

ჰეიგი ყურადღებას მეტოქის სიძლიერეზე ამახვილებს და დასძენს, რომ 10 ნოემბერს, 18 საათზე, ბორჯღალოსნები იტალიელებს დიდ ბრძოლას გაუმართავენ:

„იტალია ძალიან ძლიერი, პირველი ეშელონის სარაგბო ერია რომელსაც ზურგს ძალიან დიდი სარაგბო ისტორია უმაგრებს, საქართველო კი „უბანში ახლად გადმოსული ბიჭია“, რომელსაც თავისი ისტორიის შექმნა უნდა!“

„წინ უდაოდ დიდი ბრძოლა გველის, მაგრამ ჩვენ ხომ სწორედ ბრძოლაში ვართ ბედნიერნი!“.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ბრძოლაში ბედნიერები!!! წინ საქართველო!!! დაგვბედებოდეს გამარჯვებები!!!
mamuka09ze
11:38 09-11-2018
0
უხ მელიტონ შენ გენაცვალე რა სიტყვა-პასუხში
ლაშა
09:38 09-11-2018
0

სიახლეები პოპულარული