იტალიელები შეცბუნდნენ და ტონი იცვალეს. შარიქაძე - "გაზეტა დელო სპორტს": ვიცით, როგორ მოგიგოთ

AutoSharing Option
იტალიასთან საქართველოს ნაკრების მატჩის წინ პოპულარულმა იტალიურმა "გაზეტა დელო სპორტმა" აღნიშნა, ამ ამ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ "ბორჯღალოსნებს" 6 ერში მათი ეროვნული გუნდის ადგილის დაკავების პრეტენზია აქვთ და ალბათ, დროა ორგანიზატორებმა  ამ ტურნირის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდაზე იფიქრონ.

უნდა ითქვას, მასპინძელთა პირვანდელმა ოპტიმიზმმა სახეცვლილება განიცადა და რეალობის შეგრძნება შეიძინა.

გამოცემამ საქართველოს ნაკრების კაპიტნის მერაბ შარიქაძის ნაუბარიც შესთავაზა მკითხველს.

"ჩვენი მიზანი მუდამ გამარჯვებაა. კონკურენტუნარიანები უნდა ვიყოთ. მზად ვართ ჩვენი შესაძლებლობები გამოვიყენოთ. პროფესიონალები ვართ და ვიცით, რა ვაკეთოთ.
ზეწოლა ჩვენზე გავლენას არ მოახდენს. მეტოქე კარგად შევისწავლეთ და ვიცით, როგორ მოგიგოთ".

მკითხველის კომენტარები / 17 /
ერთი სული მაქვს როდის გათენდება, ლომებო ველი თქვენს გამარჟვებას
Geo_Dinamo
03:30 10-11-2018
1
გენაცვალე ჯიგარში!
emigranti
03:04 10-11-2018
0

სიახლეები პოპულარული