ultimaterugby-იმ ბექა გორგაძე ტესტ-მატჩების სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა

AutoSharing Option
ultimaterugby-იმ საქართველოს ნაკრების მორაგბე ბექა გორგაძე ტესტ-მატჩების სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

"22 წლის ქართველმა მესამეხაზელმა მიუხედავად იტალიასთან წაგებისა, შესანიშნავად ითამაშა, ბურთის 9-ჯერ წაღებით 70 მეტრი გაიარა და 15 ბოჭვა შეასრულა", – აღნიშნავს საიტი.

ბექამ ამ პოზიციაზე მარკ უილსონს (ინგლისი) და სიჯეი სტენდერს (ირლანდია) აჯობა.

სრულად ნაკრები ასე გამოიყურება:

1. ალან დელი (შოტლანდია)
2. ჯო ტაუფეტე’ე (აშშ)
3. ფრანს მალჰერბე (სამხრეთ აფრიკა)
4. ჯეიმს რაიანი (ირლანდია)
5. ბროდი რეტალიკი (ახალი ზელანდია)
6. ჯასტინ ტიპურიკი (უელსი)
7. სემ ანდერჰილი (ინგლისი)
8. ბექა გორგაძე
(საქართველო)
9. კირან მარმიონი (ირლანდია)
10. ბოდენ ბარეტი (ახალი ზელანდია)
11. ტედი ტომა (საფრანგეთი)
12. რაიან კროტი (ახალი ზელანდია)
13. მიკელე კამპანიარო (იტალია)
14. ტომი სიმური (შოტლანდია)
15. ემილიანო ბოფელი (არგენტინა)

მკითხველის კომენტარები / 4 /
სხვა ტესტების შედეგები რომ დაგეწერათ ურიგო არ იქნებოდა. თუ ცოტა ინფორმაციასაც დაურთავდით ხომ უკეთესი...საფრანგეთი-სამხრეთ აფრიკის ტამაშის ბოლო ათი წუთი ნახეთ ვისაც რაგვი გიყვართ...შეჭამეს აფრიკელებმა ფრანგები.
emigranti
12 ნოემბერი 2018 01:13
0
საოცარი თამაში იყო ეგ. უელსი _ ავსტრალია 9-6 მორჩა. შოტლანდიამ ფიჯი გვემა ძალიან მწარედ 52_17. არადა თავიდან არ უჩანდა სამაგისოდ საქმე.
)))))
12 ნოემბერი 2018 14:29
0
ვულოცავ ბექას და მისგან დიდ სარაგბო მიღწევებს ველოდები. ამაში დარწმუნებული ვარ. იღბალი შენსკენ, სხვა ყველაფერი ადგილზე გაქვს!
გიორგი
12 ნოემბერი 2018 12:48
0
ამ თამაშში გამოჩნდა ბევრი დადებითიც - მშვენიერი თამაში ჰქონდა ძნელაძეს. ცუცქირიძეს მიუხედავად შეცდომისა, უდიდესი წვლილი მიუძღვის მეორე ლელოს გატანაში. ოთია გიორგაძემ და საერთოდ ახალგაზრდა მესამე ხაზმა მაგრად იმუშავა. ესენი სულ უნდა ათამაშონ და ნახეთ რა გუნდი დადგება! ნოდო ჭეიშვილიც გამოცდილებას შეიძენს და ეგაა. ერთი 9 და 10 ნომრებია ცოტა პრობლემა
)))))
12 ნოემბერი 2018 14:36
0

სიახლეები პოპულარული