მილტონ ჰეიგს დებიუტანტების თამაში მოეწონა

AutoSharing Option
ტესტ-მატჩში სამოას დამარცხების (27:19) შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გააკეთა.

მისი თქმით, გამარჯვება მითუფრო სასიხარულოა, რომ სამი დებიუტანტი ჰყავდათ, გუნდმა მებრძოლი სულისკვეთება წარმოაჩინა, დაამტკიცა, რომ რთულ ვითარებაში თამაშის შემოტრიალება ძალუძს და შესვენებაზე შეგირდებს უფრო აგრესიულად თამაში დაავალა.

ჰეიგს იმედი ჰქონდა, რომ მოწინააღმდეგე დაიღლებოდა, უპირატესობას დაეუფლებოდნენ და კარგი გუნდი ჰყავს.

მან ახალგაზრდები გამოარჩია, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ გამარჯვება მთელმა გუნდმა მოიპოვა და ხვალიდან ტონგასთან შეხვედრისთვის შეუდგებიან სამზადისს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ჟურნალისტიკაში არაფერი გამეგება (არც ვარ ვალდებული) მაგრამ ჩემი აზრით მატჩის შემდგომ პრესკონფერენციებს ვერ ვხედავ აქ ან ძალიან იშვიათად და რამდენიმე დღის შემდეგ ან ამ რამდენიმე დღეზე გადანაწილებულს. იზოგავთ ინფორმაციას თუ რა ხდება? დიეტაა? წააგო თუ მოიგო და რა მოხდა ჩვენც ხო ვხედავთ? დასავლურ პრესას მაინც შეხედეთ და ცოტა ინტელექტიც მიაშველეთ. ჟურნალისტიკა თქვენი აზრების და ანალიზის კითხვაა თუ ფაქტების და სხვისი ანალიზის გადმოცემა საიდანაც მკითხველს თავისი აზრი გამოაქვს? ვის უნდა ეს მოთხრობებს რო წერთ თქვენი იმპროვიზააციით და ფანტაზიით?
ხოდა
12:26 18-11-2018
0
სამწუხაროდ ლობჟანიძემ წაგვაგებინა პირველი ნახევარი
ჭაღარა
00:13 18-11-2018
23
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული