მერაბ შარიქაძე: ერთი წამით არ მიფიქრია ნაოპერაციევ ფეხზე, ამის უფლება არ მქონდა

AutoSharing Option
ტესტ-მატჩში სამოას ძლევის შემდეგ, ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ისაუბრა.

"ასეთ ძლიერ გუნდთან კარგა ხანია თამაში არ შემოგვიტრიალებია. გადამწყვეტი ის იყო, მიღებული ლელოს შემდეგ ვამბობდით,  ნურავინ ნუ ვიფიქრებდით იმას, რომ თამაში წაგებული იყო. ეს ჩვენი ზრდის ნაწილია. არ შეიძლებოდა ყურები ჩამოგვეყარა და გვეთქვა, რომ უკვე ვეღარ დავეწეოდით.

ვიცოდით, უნდა გაგვეგრძელებინა ბრძოლა და გავიმარჯვეთ.

ერთი წამით არ მიფიქრია ნაოპერაციევ ფეხზე, ამის უფლება არ მქონდა, არც დრო. ისე, უკეთესი მატჩებიც ჩამიტარებია. ჩვენს საუკეთესო სათამაშო ფორმას დავიბრუნებთ, რასაც რა თქმა უნდა,
დრო სჭირდება.

კი მოვიგეთ, მაგრამ 3 შეხვედრაში წაგების გამო, გულშემატკივრების წინაშე ვალში ვართ. დღეს სიმბოლურად აღვნიშნავთ გამარჯვებას და ქომაგებს მოვუწოდებ, ტონგასთან მატჩზე მოვიდნენ და ერთად გავიმარჯვოთ".

მკითხველის კომენტარები / 6 /
საუკეთესო ხარ ბუკა! მსოფლიოსთვის გვჭირდები და ერიდე ტრავმას.
ბუკას
09:30 18-11-2018
0
სამწუხაროდ გულშემატკივრის პოზიცია იშვიათად მიდის ადრესატამდე და უფრო იშვიათად აღწევს მიზანს აქ იწყება აბსურდის თეატრი უნდა დაიწყო შიგნიდან გამოიყვანო ფედერაციიდან დაიწყოს პროტესტი აიყოლიოს თანამშრომლები მერე მოახდინოს რადიკალიზაცია მოაწყოს მიტინგები ეს ყველაფერი გატელევიზორდეს და ამის მერე საზოგადოებამ თუ გამოიფხიკა ყურები და ზემოთაც მიხვდნენ რომ არ აწყობთ პროტესტი და ქულებს კარგავენ იწყება რეაქცია იცვლება ხალხი ან ჯგუფი და მოდის სხვა ხალხი ან ჯგუფი რომელიც თუ ისევ კარჩაკეტილი იქნა და ხალხის აზრს არ გაუწია ანგარიში იწყებს შეცდომების დაშვებას და ქართველების სიჯიუტის და პირველკაცობის ამბიციურობის გამო მიდის უკიდურეს დაპირისპირებამდე საქმე ასეა პოლიტიკაშიიც და სპორტშიც და ყველა სფეროში არავის უნდა შეცდომების აღიარება და სხვისგან მითითებას რომც იცოდეს რომ მცდარ აზრზეა თავს შემოგაკლავს რომ თავისი მცდარი გაიტანოს სანამ ამას არ მოვიშლით არაფერი გვეშველება ყველაზე ჭკვიანი ვერ იქნები ყოველთვის გამოჩნდება შენზე ჭკვიანი და ძლიერი სხვისი აზრის დაფასება და გათვალისწინება უნდა ვისწავლოთ კრიტიკა მტრობა არაა ილიას სიტყვები ბევრჯერ მომიყვანია აქ სიბრიყვეზე და სამშობლოს სიყვარულზე.
კახა
00:47 18-11-2018
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული