საქართველოს ნაკრებმა ტონგა 20:9 დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ტონგას 20:9 სძლია.

ანგარიში მე-5 წუთზე საჯარიმოთი ტაკულამ გახსნა. შემდეგ ბორჯღალოსნების იერიშმა შედეგი ვერ გამოიღო, მე-17 წუთზე კი სტუმრებმა ისევ გამოიყენეს საჯარიმო.

26-ე წუთზე გიორგაძემ ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ გარდასახვა გამოიყენა და პირველი ტაიმი 7:6 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ტონგა ისევ წინ გაიჭრა - 9:7, ხოლო მსაჯმა გორგაძე გააძევა. 51-ე წუთზე აბჟანდაძემ საჯარიმო ვერ გამოიყენა. თუმცა, 55-ე წუთზე მან საჯარიმო უკვე უზადოდ შეასრულა და ჩვენი გუნდი დაწინაურდა.

65-ე წუთზე
არბიტრმა კვირიკაშვილი გააძევა, ტაკულამ კი საჯარიმო გააცუდა. სამაგიეროდ არ გააცუდა აბჟანდაძემ და კაცნაკლული საქართველოს ნაკრები 13:9 დაწინაურდა.

ბოლოს ჟვანიამ დიდებული ლელო დადო, აბჟანდაძემ გარდასახვა გამოიყენა და საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა.

მკითხველის კომენტარები / 34 /
გილოცავთ! კარგი ბოლო იყო.
რეზო
24 ნოემბერი 2018 19:59
1
გენაცვალეთ თქვენ... ხო გადახნეს რასაც ქვია, რო უკიჟინებდენ მიწოლაშიც აღარ ვარგიან ქართველებიო?
გილოცავთ ყველა ჭეშმარიტ გულშემატკივარს
მიროსან
24 ნოემბერი 2018 20:05
4
კარგი დღე გვაქვს,ლევანმა მოიგო,რაგბისტებმა მოიგეს,ნამდვილად პოზიტიური დღე იყო.
ზას.
24 ნოემბერი 2018 20:20
2
კარგია გილოცავთ ყველას ,უმცროსებმა რა ქნეს რუსეთთან
ჭაღარა
24 ნოემბერი 2018 19:58
1
მოვიგეთ!
ბათუმი
25 ნოემბერი 2018 00:27
0
დასვა ცხიმიანი წერტილი აბჟანდაძემ
24 ნოემბერი 2018 20:46
1
მგლებოოო, გენაცვალეთ.
beso
24 ნოემბერი 2018 20:33
0
მე მგონი იტალიასთან მაფიამ გააკეთა თავისი საქმე. უნდა მოეგო იტალიას.
ისეთი შემადგენლობით გამოვედით 50% შეუთამაშებელი ახალგაზრდები გამოიყვანეს ასეთ პრინციპულ მატჩზე და ძველი ლომები აყურებიეს (კოლელიშვილი, კაჭარავა, კვირიკაშვილი, ...)
g55
24 ნოემბერი 2018 20:35
31
როცა კვირიკაშვილი გაასინბინეს ტელევიზორი სხვა არხზე გადავრთე,მეგონა წავაგებდით?! ახლა გავიგე მოგვიგია! მადლობა უფლს, მადლობა ჩვენს ვაჟკაც რაგბისტებს! წინ საქართველო!
aburjga
24 ნოემბერი 2018 20:08
43
ძალიან მომწონს ნაკრების ეს ფორმა. ნაცრისფერებს ვგულისხმობ. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ორიგინალურია, მსგავსი ფერები სხვებს არ აქვთ. კარგი იქნება თუ მუდმივ ფორმად გადაიქცევა. გამორჩეული და ყველასთვის ადვილად საცნობი იქნება მსოფლიოში.
გიგა
24 ნოემბერი 2018 22:06
27
მონდომების ხარჯზე მოგება ამას ქვია
ჰმ
24 ნოემბერი 2018 19:57
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული