საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ტონგას 20:9 სძლია.
ანგარიში მე-5 წუთზე საჯარიმოთი ტაკულამ გახსნა. შემდეგ ბორჯღალოსნების იერიშმა შედეგი ვერ გამოიღო, მე-17 წუთზე კი სტუმრებმა ისევ გამოიყენეს საჯარიმო.
26-ე წუთზე გიორგაძემ ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ გარდასახვა გამოიყენა და პირველი ტაიმი 7:6 დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ტონგა ისევ წინ გაიჭრა - 9:7, ხოლო მსაჯმა გორგაძე გააძევა. 51-ე წუთზე აბჟანდაძემ საჯარიმო ვერ გამოიყენა. თუმცა, 55-ე წუთზე მან საჯარიმო უკვე უზადოდ შეასრულა და ჩვენი გუნდი დაწინაურდა.
65-ე წუთზე არბიტრმა კვირიკაშვილი გააძევა, ტაკულამ კი საჯარიმო გააცუდა. სამაგიეროდ არ გააცუდა აბჟანდაძემ და კაცნაკლული საქართველოს ნაკრები 13:9 დაწინაურდა.
ბოლოს ჟვანიამ დიდებული ლელო დადო, აბჟანდაძემ გარდასახვა გამოიყენა და საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა.
ვჭირდება, ეს გაცილებით ადრე იქნება
ზოგადად ვფიქრობ რომ ძალიან კარგი პერიოდი გვაქვს, ქართულ სპორტში.
გამარჯვებები
P.Ś. პატივცემულო, რედაქციავ - ქალბატონი, სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურმა რეკლამამ, სამჯერ წამართვა სქროლი და მომიწია სამჯერ დამეწერა ერთი და იგივე ტექსტი. იქნებ გაასწოროთ ეს ხარვეზი. დიდი მადლობა.
22- წლიანებს მეტი ფიზიკური დატვირთვა და მსოფლიოზე შერეული საკმაოდ ძლიერი ნაკრები გვეყოლება!
მ.ჰეიგს უნდა ვაცალოთ ყველა შემთხვევაში!