საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ტონგას დამარცხების შედეგად მსოფლიო რეიტინგში 0.82 ქულა გამოიმუშავა და 73.42 ქულით მეთხუთმეტედან მეცამეტე ადგილზე გადაინაცვლა.
ჩვენი გუნდი აშშ-ს მცირედით ჩამორჩება, ტონგა მეთოთხმეტეა, იტალია კი მეთხუთმეტე.
სენსაციურად საფრანგეთის ძლევის შემდეგ, ფიჯი მერვე პოზიციაზე გადავიდა.
ლიდერი კვლავ ახალი ზელანდიაა, რომელმაც იტალია გაანადგურა, ხოლო მეორეადგილოსანი ისევ ირლანდიაა.