რაგბი

ეროვნული ნაკრები

ჩვენმა სამოყვარულო გუნდმა რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები გაანადგურა

AutoSharing Option
23 იანვარს, პირველი ლიგის ქუთაისის "არესმა" "აიას" სტადიონზე რუსეთის 20-წლამდე ნაკრები ტესტ-მატჩში 44:7 დაამარცხა.

"არესმა" მეტოქეს 8 ლელო დაუდო, თავად კი მხოლოდ 1 მიიღო.

რუსეთის ნაკრები კონტინენტის პირველობისთვის სამზადისს შეუდგა და საქართველოში გადის შეკრებას.

რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საქართველოში კიდევ 2 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.