რუმინელთა მწვრთნელი: მხოლოდ რუმინეთს შეუძლია საქართველოს წინააღმდეგობა გაუწიოს

AutoSharing Option
რუმინეთის ნაკრების მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა მარიუს ტინკუმ "ბორჯღალოსნებთან" მარცხი (9:18) ასე ახსნა.

"მძიმე მატჩი იყო, მოგების იმედი გვქონდა, ამ ტურნირზე მხოლოდ რუმინეთს შეუძლია საქართველოს წინააღმდეგობა გაუწიოს. ისინი მსოფლიოს თასისთვის ემზადებიან, ბოლომდე იხარჯებიან, მაგრამ ჩვენმა ბიჭებმაც იბრძოლეს. განსაკუთრებით პირველ ტაიმში.

შესვენების შემდეგ რამდენიმე შეცდომა დავუშვით და დავისაჯეთ. რა თქმა უნდა, სხვა შედეგის იმედი გვქონდა. არ დაგიმალავთ, ძალიან დამწუხრებული ვარ. თუმცა, მომავალზე უნდა ვიფიროთ და ჩვენი ახალგაზრდა მოთამაშეების პერსპექტიულობიდან გამომდინარე, ეს მომავალი ნათელი იქნება.

ახალგაზრდებთან მუშაობას საფრანგეთის მსოფლიოს თასის ჭრილში დავიწყებთ. მათ
გამოცდილების მიღება მართებთ. ჩვენ გზის დასაწყისში ვართ, მხოლოდ ახლა შევუდექით რაღაცის მშენებლობას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ლელოელებთან" შეხვედრამდე მხოლოდ 4 ვარჯიში ჩავატარეთ. თავს არ ვიმართლებ, თუმცა ბევრი სამუშაო გვაქვს და ამისათვის დრო გვჭირდება", - ციტირებს ტინკუს რუმინეთის რაგბის ფედერაციის ოფიციალური საიტი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული