რუსეთის რაგბის ფედერაციის საზედამხედველო საბჭოს თავმჯდომარემ დმიტრი მოროზოვმა "სოვეტსკი სპორტთან" საუბარში განაცხადა, რომ მათთვის საქართველოსთან შედარება სასაცილოა.
"საქართველოსთან შედარება საერთოდ უაზრობაა. ჩვენ ახალ ზელანდიას, ავსტრალიას და სამხრეთ აფრიკას უნდა გავუტოლდეთ. საქართველოსთან შედარება ჩვენთვის სასაცილოა. არ ვიცი, საიდან მოიტანეს ეს? შესაძლოა, იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირიდან ჩვენი კოლეგები რუსულად ლაპარაკობენ. რა თქმა უნდა, ქართველებმა რაგბის ყურადღება გაცილებით ადრე მოაქციეს. ამიტომ ცოტათი გვისწრებენ.
ის მეთოდები, რომლებიც 10-15 წლის წინ იყო და რომლებსაც ამჟამინდელი სამწვრთნელო შტაბი იყენებს, უკვე მოძველდა და საჭირო აღარაა. ჩვენ გარდამავალ
პერიოდში ვიმყოფებით. ჯერ გუნდს გამარჯვებებს ვერ მოვთხოვთ. გუნდი მხოლოდ ახლახან შევკრიბეთ.
საჭიროდ ჩავთვალეთ ძლიერი ჩემპიონატის ჩატარება. თუ ძლიერი ჩემპიონატი არ გვექნა, არაფერიც არ იქნება. აუცილებელია ჩვენმა კლუბებმა მინიმუმ 2 საერთაშორისო ტურნირზე მიიღონ მონაწილეობა - ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკაში და ა.შ. გასულ წელს "ნარვის მესაზღვრეები" კენიაში იმყოფებოდნენ, ახლა კი ნაკრები მოსამზადებლად სამხრეთ აფრიკასა და ფიჯიზე გაემგზავრა".