"ბორჯღალოსნებმა" ესპანეთს გადახალისებული შემადგენლობით 24:10 სძლიეს [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 თებერვალს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში "ბორჯღალოსნებმა" ესპანეთს 24:10 მოუგეს.

"ავჭალაზე" ჩატარებულ მატჩზე დიდი გავლენა ძლიერმა ქარმა მოახდინა. თამაში საქართველოს ნაკრების შეტევებით დაიწყო, მე-8 წუთზე აბჟანდაძემ საჯარიმო ვერ გამოიყენა, თუმცა ჩვენმა გუნდმა იერიშები გააგრძელა და მე-14 წუთზე გორგაძემ ლელო დადო, აბჟანდაძემ კი გარდასახვა გამოიყენა.

23-ე წუთზე მეტოქემ ლელო დადო, გარდასახვა - ვერა და ანგარიში 7:5 გახდა. 30-ე წუთზე ჩილაჩავამ ლელო დადო, აბჟანდაძემ გარდასახვა გააცუდა და პირველი ტაიმი 12:5 დასრულდა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა მეტოქეზე დაწოლა გააძლიერა, მსაჯმა მოწინააღმდეგის ორი
მოთამაშე გააძევა, ლობჟანიძემ ლელო დადო, აბჟანდაძეს კი გარდასახვის რეალიზაცია ქარმა არ დაანება. შემდეგ ქერდიყოშვილმა დადო ლელო, აბჟანდაძემ გარდასახვა გამოიყენა და 24:5.

ბოლოს ესპანეთმა პრესტიჟის ლელოს დადება მოახერხა, გარდასახვისას ბურთი ხარიხას მოხვდა და საქართველოს ნაკრებმა გადახალისებული შემადგენლობით 24:10 გაიმარჯვა.

"ბორჯღალოსნები" 2 მარტს ბრიუსელში ბელგიას, 10 მარტს ქუთაისში გერმანიას და 17 მარტს კრასნოდარში რუსეთს შეხვდებიან.

Sportall.Ge

მატჩის შემდგომი კომენტარები:
მკითხველის კომენტარები / 21 /
მადლობა ბიჭებს. ესეთ საშინელ ამინდში კიდე მაგრა ითამაშეს და გული დადეს.
ზურე
17 თებერვალი 2019 20:11
2
რაღაც ვერ არიან ესენი ფორმაში
Tinto bras
17 თებერვალი 2019 20:10
25
გილოცავთ ყველას, ყველას, ყველას!!! იმათაც, ვინც ბოღმით და შურით არის დაავადებული!!!
tngh
17 თებერვალი 2019 20:09
3
ეს უამინდობა კი არა აპოკალიფსი იყო ნამდვილი...
ზაზა
17 თებერვალი 2019 19:56
2
სუსტი გუნდია ესპანეთი და ძალიან გაუჭირდათ მოგება
faza
17 თებერვალი 2019 19:47
35
თამაშს უყურე? შემადგენლობა ნახე? აბა რა გინდათ, რომ ძირითადის ხალხი ათამაშონ სულ და ახლგაზრდები არ შეიყვანონ ნაკრებში? ხომ უნდა მიეჩვიონ ახლები და აბა როდის უნდა ათამაშო თუ არა ესპანეთთან?
ლაშა
17 თებერვალი 2019 19:56
6

სიახლეები პოპულარული