მილტონ ჰეიგი: უნდათ, ამდენი ნაშრომი წყალში გადაგვიყარონ - თუ ვინმე უფრო მეტს გადაიხდის, იქ ყველაფერი მთავრდება!

AutoSharing Option
როგორც ამტკიცებენ, თითქმის გადაწყვეტილია, რომ 2020 წლიდან სტარტს აიღებს რაგბის 12-გუნდიანი ელიტური ლიგა, რომელშიც ინგლისი, უელსი, ირლანდია, შოტლანდია, საფრანგეთი, იტალია, ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, არგენტინა, აშშ და იაპონია მიიღებენ მონაწილეობას, ის ჩაკეტილი იქნება, ანუ არავინ არ გავარდება და ამ ტურნირის კარი მინიმუმ 10 წელი წყნარი ოკეანისა და რაგბის განვითარებადი ქვეყნების
წარმომადგენლებისთვის დაკეტილი იქნება.

ამის წინააღმდეგი წავიდა მსოფლიოს რაგბის არგენტინელი ვიცე-პრეზიდენტი აუგუსტინ პიშო:

"ჩემი პოზიცია უცვლელია. სქემა 12+12 გავარდნა-აღზევების წესით (რეიტინგისა და შედეგების გათვალისწინებით) და მოთამაშეთა საკმაოდ ხანგრძლივი დასვენების პერიოდით.

ჩემი
პოზიციის დაცვას თავს არ დავანებებ და დარწმუნებული ვარ, მიზანს მივაღწევ. ჯერ არაფერიც არაა გადაწყვეტილი.

თუ დავმარცხდით, ეს იქნება ძლიერი დარტყმა იმათთვის, ვისაც განვითარება სურს. არასოდეს არ დავუჭერ იმ ტურნირს მხარს, სადაც განვითარებადი ქვეყნებისათვის ადგილი არაა".

დაგვეთანხმებით ალბათ, ეს უკვე რაღაცნაირად, ერთგარ სპორტულ-კლასობრივ ჩაგვრასაც კი დაემსგავსა, დისკრიმინაციას, რადგან მნიშვნელობა ენიჭება ტურნირში არა ძლიერი გუნდების, არამედ მდიდრების მონაწილეობას. ამის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გაილაშქრა:

"ეს ჩვენთვის ღამის კოშმარივითაა. მეორე ეშელონის ნაკრებების ინტერესები უგულებელყოფილია. ეს უდიდეს იმედგაცრუებას იწვევს. ინგლისელ მორაგბეებთან ერთად ვივარჯიშეთ, რაც კარგია, მაგრამ ეს მატჩებს ვერ შეგვიცვლის.

ბევრი ვიშრომეთ, ყველა დონეზე ვპროგრესირებთ და ახლა უნდათ, ეს ყველაფერი წყალში გადაგვიყარონ. იგნორირებულია სპორტულ-რეიტინგული პრინციპიც: ამ 12-გუნდიან ლიგაში არაა ადგილი რეიტინგში მე-9 ადგილზე მყოფი ფიჯისა და მე-12 ადგილზე მყოფი საქართველოსთვის, სამაგიეროდ ადგილია აშშ-სა და იაპონიისათვის, რომლებმაც 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზეც კი ვერ გააღწიეს.

ეს ხალხი მხოლოდ საკუთარ მატერიალურ ინტერესებზე ზრუნავს, ამ დროს კი რაგბის ღირებულებები ფულზე გაცილებით მაღლა დგას. სულ იმას ამტკიცებენ, რომ მსოფლიოს რაგბი სამართლიანობისა და ერთიანობისთვის იბრძვის, თუმცა თუ ვინმე უფრო მეტს გადაიხდის, იქ ყველაფერი მთავრდება".
მკითხველის კომენტარები / 37 /
ჩვენ თუ მოვაწყობთ პარალელურ ტურნირს საქართველოს, ფიჯის, სამოას, ტონგას, რუმინეთის და ბრაზილიის მონაწილეობით შევძლებთ ნებისმიერი გრანდი დავამარცხოთ და აქეთ შეგვეხვეწებიან.
sdfffff
02 მარტი 2019 04:03
6
საქმეც მაგაშია რომვერ შევძლებთ ამხელა გეოგრაფიის დაფარვას, ფული არ გვაქვს უმეტესობას.
B-52
02 მარტი 2019 14:48
1
მართალია, უნდა მოეწყოს ცალკე ლიგა, ოკეანიისა და ევროპის (საქართველო, რუმინეთი, ესპანეთი, გერმანია)და ბრაზილიის მონაწილეობით. ასეთი პრეცენდენტი იყო ჰოკეიში - ორი ლიგა არსებობდა კანადასა და აშშ-ი, რომლებიც შემდგომ გაერთიანდნენ.
მერაბი
02 მარტი 2019 10:50
1
გეუბნებოდით მე თქვენ ამერიკის მიღება უნდათ მეთქი საქართველოს და რუმინეთის მაგივრად და ჩვენ რო ამერიკას ვუგებდით მაგარ ბარიერს ვუკეთებდით მაგაში. მაგიტომ იყო გასვლაზე რომ მოვუგეთ და ეგრევე რევანში დაგვინიშნეს. ეგენი თუ გინდათ გაიგოთ რა ხალხი არიან “ნიუ იორკის ბანდებს” უყურეთ ინგლისელები იგივე რუსები არიან ირლანდიელები ქართველები.
1
02 მარტი 2019 18:07
6
მე ვფიქრობ რომ ქომაგებმა შეტევები უნდა მივიტანოთ ამ ქვეყნების ფეისბუქ გვერდებზე.როგორც ადრე სოჭის ოლიმპიადაზე.უნდა დავწეროთ.რომ რაგბი ყველგან და არა ჩაკეტილ სისტემას.რაგბი რაინდული და თანასწორი თამაში აღარ გამოდის.ასეთი ჩაკეტილი მაფია ფეხბურთშიც არაა.იმიტომაც თამაშობენ მსოფლიოში200 ქვეყანაში.რაგბს რამდენში თამაშობენ? ძაან მეშლება ნერვები მართლა რა უნდა ვქნათ?
ქომაგი
02 მარტი 2019 11:26
2
ესენი ესე რაგბს გაანადგურებენ და აღმოჩნდებიან ყველა ერთად ფსკერზე ბოლოს
T.q
02 მარტი 2019 14:29
1
დიდი ხანია მივხვდით, რომ მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელები რაგბის პოპულაციისთვის კი არა საკუთარი მატერიალური "კეთილდღეობისთვის იღწვიან". სამწუხარო ფაქტია, მაგრამ რაც გასდით იმას აკეტებენ. ერთხელ მაინც რომ გაიჟღეროს მედიაში ალტერნატიული ფედერაციის შექმნის ალბათობამ, ალბათ შედეგიც მეტი იქნება. მთავარია მათ ოპონირება გავლენიანმა ადამიანებმა და რაგბის ნამდვილმა გულშემატკივრებმა გაუწიონ. ცალცალკე ბევრი გამოთქვამს უკმაყოფილებას, მაგრამ ცალცალკე ყველას მოერევიან:( მსოფლიო რაგბის "ჩინოვნიკები" რაღაცამ უნდა დააფიქროს.
Gigi
02 მარტი 2019 10:32
0
საგანგაშოა ეს ყველაფერი ძალიან. ფედერაციამ სხვა დაჩაგრულ ფედერაციებთან ერთად სერიოზულად უნდა შეუტიონ, ამოიღონ ხმა ერთად!!! ამ შემთხვევაში გამართლებული იქნება ნებისმიერი უკიდურესი ფორმის გამოყენება, მათ შორის ბოიკოტი მსოფლიო თასსაც კი!!! გაინძერით ხალხო ან ეხლა ან არასდროს!!! კიდევ 10 წელი ამ დონეზე ტკეპვნა ეს გარდაუვალი რეგრესია და გავანებოთ მაშინ რაგბს თავი და ეგაა...
Lado
02 მარტი 2019 09:28
1
-თანამედროვე მსოფლიოს მამები ორმაგი სტანდარტებით თამაშის დიდოსტატები ბრძანდებიან. გაიხსენეთ ერაყი-კუვეიტის კომფლიქტი. გადაბუგა ამერიკამ ერაყი და ზედ მიაყოლა ჰუსეინაც. შეხედეთ უკრაინას(ყირიმი, აღმისავლეთ უკრაინა), საქართველოს. ჩეჩნეთი გაანახევრა რუსეთმა, სირია, ლიბია და ა .შ.. შეშფოთდნენ თვალის ასახვევად. დემონკრატია(კაპიტალის, ფულის თაყვანისცემა) მართავს დედამიწას და შესაბამისად სპორტს.
დავით ნ.
02 მარტი 2019 14:01
4
თუ ეს დააამტკიცეს, ვფიქრობ პროტესტი რაიმე რადიკალური კუთხით უნდა გამოიხატოს, თუნდაც მსოფილოზე არ წასვლით...
zviads
02 მარტი 2019 10:16
1
ეგ თუ გააკეთეს მართლაც და ბოიკოტი უნდა გამოუცხადო მსოფლიოზე და ეგაა...აბა ისე მაინც არაფერი საშველი აღარაა დარჩენილი და
მიროსან
02 მარტი 2019 09:28
1
Yvelgan masonebi ratom lideroben amati fulisti ddsc....
Emigranti
03 მარტი 2019 02:33
4

სიახლეები პოპულარული