"ბორჯღალოსნებმა" გერმანია გაანადგურეს და 1 ტურით ადრე რაგბი ევროპის ჩემპიონები გახდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 მარტს, ქუთაისში საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ბოლოსწინა ტურში გერმანია 52:3 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა "აია არენაზე" მეტოქეს 8 ლელო დაუდო, პასუხად მხოლოდ 1 ჯარიმა მიიღო და 1 ტურით ადრე ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ლელოები მირიან მოდებაძემ (3), ლაშა ხმალაძემ, შალვა მამუკაშვილმა, ლაშა მალაღურაძემ, ვასილ ლობჟანიძემ და მერაბ შარიქაძემ დადეს, ხუთი გარდასახვა გელა აფრასიძემ გამოიყენა, ხოლო ერთი სოსო მათიაშვილმა.

ეს ამ გუნდების მერვე დაპირისპირება იყო და საქართველოს ნაკრებმა რვავე მატჩი მოიგო.

ბოლო მატჩს ჩვენი გუნდი 17 მარტს კრასნოდარში რუსეთთან ჩაატარებს.

ბორჯღალოსნებმა ტურნირზე
ოთხივე შეხვედრაში გამარჯვება იზეიმეს და მთლიანობაში ზედიზედ 6 მატჩი მოიგეს.

საქართველოს ნაკრები ამ ტურნირის გამარჯვებული მეთერთმეტედ გახდა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ღმერთმა ქნას მალე გავიDეთ ექვს ერზე, თორე ესეთ გუნდებთან თამაშით შორს ვერ წავალთ,ასეთი გამარჯვებები მხოლოდ თავის მოტყუებაა
3
გილოცავთ ყველას, ყველას. ყველას!!! გმადლობთ და იმედია რუსეთთან გამარჯვებითაც გაგვახარებთ!!!
tngh
18:37 10-03-2019
2

სიახლეები პოპულარული