"ბორჯღალოსნებმა" გერმანია გაანადგურეს და 1 ტურით ადრე რაგბი ევროპის ჩემპიონები გახდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 მარტს, ქუთაისში საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ბოლოსწინა ტურში გერმანია 52:3 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა "აია არენაზე" მეტოქეს 8 ლელო დაუდო, პასუხად მხოლოდ 1 ჯარიმა მიიღო და 1 ტურით ადრე ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ლელოები მირიან მოდებაძემ (3), ლაშა ხმალაძემ, შალვა მამუკაშვილმა, ლაშა მალაღურაძემ, ვასილ ლობჟანიძემ და მერაბ შარიქაძემ დადეს, ხუთი გარდასახვა გელა აფრასიძემ გამოიყენა, ხოლო ერთი სოსო მათიაშვილმა.

ეს ამ გუნდების მერვე დაპირისპირება იყო და საქართველოს ნაკრებმა რვავე მატჩი მოიგო.

ბოლო მატჩს ჩვენი გუნდი 17 მარტს კრასნოდარში რუსეთთან ჩაატარებს.

ბორჯღალოსნებმა ტურნირზე
ოთხივე შეხვედრაში გამარჯვება იზეიმეს და მთლიანობაში ზედიზედ 6 მატჩი მოიგეს.

საქართველოს ნაკრები ამ ტურნირის გამარჯვებული მეთერთმეტედ გახდა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ქუთაისელი რაგბისტები მირიან მოდებაძე,ოთარ გიორგაძ და თედო აბჯანდაძე ძალიან ცდილობდნენ თავი გამოეჩინათ მშობლიური მაყურებლის წინაშე,რაც უდავოთ გამოუვიდათ,განსაკუთრებით მირიან მოდებაძეს თავისი ჰეთ-რიკით და ოთარ გიორგაძეს რომელმაც"ტერორი"მოუწყო გერმანელებს.
გიოშა
12 მარტი 2019 06:37
0
რუსეთთან თამაშს განსაკუთრებულად ველოდები, ყოველთვის ვუგებთ, იმის მაგივრად რომ ჩუმად მაინც იყვნენ, პირიქით! ამტკიცებენ რომ წელს ჩვენ საქართველოზე ძლიერი ნაკრები გვყავსო, აი ამიტომ ველოდები წელს განსაკუთრებულად, ეგენი მიგვაჯეგინა წელს კიდევ ერთხელ და მერე დავწყნარდები! უნამუსოები, რა ნამუსით ამბობენ ჩვენ უფრო ძლიერები ვართო, იქნებ რომელიმე რუსმა მაინც გაიხსენოს როდის მოგვიგეს ბოლოს! ოხ თქვენი!!!!!!!!!
tbiliseli
11 მარტი 2019 09:43
1
ვულოცავ ჩვენს საამაყო ბიჭებს მორიგ გამარჯვებას. ჟურნალისტებს კი ერთი შენიშვნა ბოდიშის მოხდით: “გერმანია გაანადგურეს”.... გერმანიის ნაკრები და მირაგბეთა გუნდი მაინც დაწერეთ. საქართველოს გაანადგურესო, ვინმემ რომ დაწეროს, ხომ არ იქნება მისაღები.
ჯეკო
11 მარტი 2019 02:16
5
რა საშინელ ქვეყანაში ვცხოვრობთ მიტოვებულია ქვეყანა იმინა რაა პატრონი არ ყავს ..ყველა ხალხს დაგვცინის რაგბიი რატო უნდა ვეთამაშოთ რუსებს რუსეთშიი? და რატო არაა ნეიტრალურზეე ამის მერე ვინ დაგვიჯერებს რო საომარი ვითარება გვაქ მათთან? სულ არ ადარდებთ მარაა ყველა საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნები ერთმანეთში არ თამაშობენ ან ნეიტრალურზე ატარებენ მატჩს
lasha
11 მარტი 2019 01:57
10
აი ეს იყო თამაში! მეტოქე სუსტი გვყავდა, მაგრამ ლელოების უმეტესობა ლამაზად გათამაშებული კომბინაციები უკანახაზელებმა გაიტანეს . ეგ კი არა, შერკინების მოთამაშეებიც არ ჩამორჩებოდნენ. ასე ძლიერი გუნდები არ გვათამაშებენ, მაგრამ ამ ტურნირზე ყველას ასეთ სტილში უნდა ვამარცხებდეთ !
:))))
10 მარტი 2019 23:52
2
ეს კომენტატორები საიდან მოგყავთ? რეებს ლაპარაკობდა თვიტონაც არ იცოდა!დააბრუნეთ მამრიკიშვილი
aaaa
10 მარტი 2019 23:23
2
კი ნამდვილად კარგი იყო მისი წაყვანილი რეპორტაჟი. შედარებაც არ არის, ჯობს დააბრონონ.
Geo_Dinamo
11 მარტი 2019 00:19
1
საცოდაობა იქნება სამომავლოდ თუ მხოლოდ რაგბი ევროპაზე ვითამაშებთ.
გიო
10 მარტი 2019 23:14
2
ვულოცავ ბიჭებს ჩემპიონობას.თამაში ისეთი გამოვიდა,როგორსაც ველოდი.სწრაფი,ხელით გათამაშებითერთი სიტყვით ისეთი მოდელის როგორი სტილის თამაშისკენაც მივიწრაფით და მართლაც ასე ითამაშეს ბიჭებმა.რა თქმა უნდა უამრავი ტექნიკური ხარვეზი იყო,მაგრამ მსოფლიოს თასამდე ეს უკანასკნელი ისეთი თამაში იყო,სადაც თამამად შეგვეძლო ყველაფერი რისკით გვეთამაშა და დაგვეხვეწა ხელით თამაში.ითამაშეს კიდეც,აზარტით,თვალსასეიროდ.ჩანდა რომ თვითონვე სიამოვნებდათ ასეთი თამაში.ნეტავ ახლა იწყებოდეს ევროპის ჩემპიონატი,მაშინ,გაცილებით წინ წავიდოდით ასეთ თამაშში.ახლა კი, გვრჩება სამი თამაში,(რამდენადაც მახსოვს) მსოფლიოს თასამდე და სამივე საკმაოდ სერიოზული.რუსებს თავისი ადგილი უნდა მივუჩინოთ და შოტლანდიასთან,ჩვენი თავი გამოვცადოთ.მანდ სავარჯიშოდ,ნაკლებად მოვიცლით,თუმცა მსოფლიოს თასის ხათრით,ჰეიგმა,შეიძლება მანდაც გარისკოს და ამისათვის მას,ნამდვილად არ ვუსაყვედურებ.ამ თამაშში ერთადერთს,რასაც ვუსაყვედურებ ჩვენს ბიჭებს,უამრავი ჯარიმაა და ეს თითქოს,ჩვენი თვისება ხდება.არა და ძლიერ გუნდებთან,ყოველთვის ძვირად დაგვიჯდება.
სოსო
10 მარტი 2019 22:44
1
ეხლა კი რუსები სამაგალითოდ უნდა დავასამაროთ, ისე რომ კიდე 22 ენა პ**** ში ჩაგდებული ქონდეთ.
რისხვა_
10 მარტი 2019 22:03
1
Rusebtan chxubi moxdeba
ჭაღარა
10 მარტი 2019 21:50
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული