"ბორჯღალოსნებისა" და რუსების ჩხუბები, ჯახების ისტორია და სტატისტიკა [VIDEO]

AutoSharing Option
17 მარტს კრასნოდარში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატჩში ერთმანეთს რუსეთისა და საქართველოს ნაკრებები შეხვდებიან.

"დათვებისა" და "ბორჯღალოსნების" ურთიერთშეხვედრების ისტორია 1993 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც გდანსკში მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მატჩში რუსეთის ნაკრებმა 15:9 გაიმარჯვა.

26-წლიანი დაპირისპირების მანძილზე ეს რუსეთის ნაკრების ერთადერთი გამარჯვება აღმოჩნდა. მას შემდეგ "ბორჯღალოსნებმა" რუსეთთან 20 შეხვედრა მოიგეს, ერთადერთი გამონაკლისი კი 2002 წლის 3 მარტს თბილისში ფრედ დასრულებული შეხვედრა გახდა (12:12).

სტატისტიკურად ურთიერთშეხვედრების ისტორია ასე გამოიყურება:
  • საქართველო - რუსეთი: 20-1-1, ქულები 557-254

"დათვებისა" და "ბორჯღალოსნების" ჯახებს უჩხუბოდაც არ
ჩაუვლია. ერთ-ერთი ასეთი ინციდენტი 2008 წლის 12 აპრილს, ციმბირში, კრასნოიარსკში ევროპის ერთა თასის ფარგლებში გამართულ მატჩში მოხდა, როდესაც საქართველომ მეტოქეს 18:12 სძლია.


კიდევ ერთი ხელჩართული დაპირისპირება რუს მორაგბეებთან "ბორჯღალოსნებს" 2016 წლის 12 მარტს სოჭში მოუვიდათ, როდესაც ევროპის ჩემპიონატის მატჩში საქართველომ რუსეთს 24:7 სძლია.

შეგახსენებთ, რომ 17 მარტს გასამართი შეხვედრა ჩვენი დროით 16:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის ხილვა "პირველ არხზე" შეგეძლებათ.

 

altrugger.info. რუსეთი - საქართველო. მილტონ ჰეიგის დევიზი: ყველანი თამაშობენ, ჩვენ ვვარჯიშობთ!

altყველაფერი რაც რუსეთთან მატჩამდე უნდა იცოდეთ - პრინციპული შეხვედრის წინ

altსაქმე სახუმაროდ არ გვაქვს - რას წერს რუსეთის რაგბის ფედერაცია "ბორჯღალოსნებთან" მატჩის წინ

altეს მხოლოდ სპორტული დაპირისპირება არაა - "ბორჯღალოსნები" რუსეთთან მატჩისთვის ემზადებიან

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს ის რუსეთი აღარაა ბორძიკი თამშით,თუმცა მაინც რომ ვალელოებდით,ეს ის თამაში იქნება როდესაც ნათლად გამოჩნდება ჩვენი განვითარების ადგილი.ღმერთმა ქნას მოვუგოთ,თორე დიდი სირცხვილს ვჭამთ!
8
გორგოძემ რომ კინაღამ მიახრჩო რუსი,ის არ ითვლება?
სოსო
12:48 15-03-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული